დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა 28.03.2020 16:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

 

„გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ