დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რატომ შეუძლია შეერთებულ შტატებს, ძალიან მალე დაძლიოს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები? 28.03.2020 18:18

თემურ ბასილიას პოსტი:

 

„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უ ბ რ ძ ა ნ ა ჯენერალ მოტორსს, სასწრაფოდ დაიწყოს ვენტილიატორების წარმოება, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო აპარატურებში. ეს აპარატურები აუცილებელია კორონავირუსით დაავადებული პირების სამკურნალოდ. თან, ეს ბრძანება საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა, როდესაც მან ჯენერალ მოტორსის ხელმძღვანელობა "უსაქმურებად" (GM was wasting time) მოიხსენია. დიახ, ეს ხდება კაპიტალისტურ ამერიკაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კაპიტალისტურ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კანონი - თავდაცვის პროდუქციის წარმოების აქტი (Defense Production Act ), რომელიც აძლევს პრეზიდენტს ასეთ უფლებას და საწარმოებიც ვალდებულნი არიან, შეასრულონ პრეზიდენტის ბრძანება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ დანადგარების წარმოებას რამდენიმე კვირაში დაიწყებენ, მედიკამენტებსაც ძალიან მალე შექმნიან და კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებსაც მალე დაძლევენ. იცით რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონგრესმა დაამტკიცა 2 ტრილიონი დოლარის სტიმულირების გეგმა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აქ სახელმწიფოს აქვს პოლიტიკური ნება და ეს კი, გადამწყვეტია ყველა საქმეში“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ