დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„მსოფლიოში საწვავის ბაზარზე კოლაფსია - შიდა ფასები ბარელზე 60 $-ის ეკვივალენტში, სერიოზული დაუნდობლობაა - ფასთა სხვაობით ეს 8 მილიონი ლარია ხალხის ჯიბიდან ყოველთვიურად“ 28.03.2020 21:36

 საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მთავრობას მინდა მივმართო: არ ვიცი, შეიძლება გამოგრჩათ, მსოფლიოში საწვავის ბაზარზე კოლაფსია! მიზერამდე დაეცა ბრენტი და ფასის მარკერიც ვეღარაა. არაბული ნავთობები დისკონტით ბარელი 10 $-ია, რუსულ Urals კი აღარავინ ეკარება. ჩრდილოეთ ამერიკულები Western Select - 4.58 $, Oklahama Sour - 6.69, Waioming Sweet - 3.91 ცალკეულ მარკებზე კი ფასები ნულამდე დავიდა. იგივეა სპარსეთის ყურეში, შესანახი რესურსი ყველგან ამოიწურა და მუქთადაც იძლევიან ოღონდ გაიტანე. ამ დროს შიდა ფასები ბენზინზე, ბარელზე 60 $ ის ექვივალენტში, სერიოზული დაუნდობლობა. ფასთა სხვაობით ეს 8 მილიონი ლარია ხალხის ჯიბიდან ყოველთვიურად. ეპიდემია მაინც არ იყოს, თან ესეთი!“, წერს მირიან მირიანაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ