დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

რუსული პოპულარული სპორტული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ აქვეყნებს ინტერვიუს საფეხბურთო გუნდ „ტამბოვის“ მეკარე გიორგი შელიასთან 30.03.2020 11:51

რუსული პოპულარული სპორტული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ აქვეყნებს ინტერვიუს საფეხბურთო გუნდ „ტამბოვის“ მეკარე გიორგი შელიასთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. იგი რამდენიმე დღის წინ საქართველოში, თავის ოჯახში დაბრუნდა, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა და თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს.

გიორგი შელიას თქმით, რადგან აპრილში საფეხბურთო სეზონის განახლება, ალბათ, არ მოხდება, მან „ტამბოვის“ ხელმძღვანელებს საქართველოში გამგზავრების ნებართვა სთხოვა. სპორტსმენი ინტერვიუში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე კორონავირუსთან ბრძოლის ჩარჩოებში და მათ დადებიტად აფასებს. „კარანტინის რეჟიმის პირველად დარღვევისათვის  ჯარიმა 1000 დოლარია, მერე დარღვევისათვის კი - სისხლის სამართლის სასჯელი დგება. ყველაფერი ზალიან სერიოზულადაა. ხელისუფლება სიტუაციას მაღალი პასუხისმგებლობით უდგება, გარდაცვალების ფაქტები არ გვაქვს, ჯერ-ჯერობით მდგომარეობა კონტროლქვეშაა“, - ამბობს გიორგი შელია ინტერვიუში.

წყარო: https://www.sport-express.ru/football/rfpl/news/snachala-shtraf-v-1000-dollarov-potom-ugolovnaya-otvetstvennost-i-do-3-let-lisheniya-svobody-vratar-tambova-sheliya-rasskazal-o-karantine-v-tbilisi-1657766/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ