დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ერთობლივი სომხურ-ქართული გადაწყვეტილება: ერევნისა და თბილისის დრო 30.03.2020 12:31

 

საქართველოში კორონავირუსით შექმნილ ვითარებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს სომხეთი იჩენს. ეს ბუნებრივია, რადგან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვით სომხეთი შეიძლება ძალიან დაზარალდეს - ჩვენი მეზობელი ხომ სურსათით და სხვა პროდუქციით ძირითადად ტრანზიტული ტვირთებით მარაგდება.


სომხური პრესა სყურადღებას ამახვილებს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას მოლაპარაკებაზე, რომელიც სომხური ტვირთების მოძრაობის პრობლემის დადებითად გადაწყვეტას ეხება. კერძოდ, გაზეთ „ლრაგირ“-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ერთობლივი სომხურ-ქართული გადაწყვეტილება: ერევნისა და თბილისის დრო“, რომელშიც ნათქვამია:


„სომხეთი და საქართველო, შეიძლება ითქვას, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს უმეტესად საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. ეს დრომ მოიტანა და ამაში თანამშრომლობის სული ჩანს (...).


საქართველო და სომხეთი ერთმანეთისათვის ბუნებრივი მოკავშირეები არიან და ამის გაცნობიერება ორივესთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო კრიზისის ნეგატიური შედეგების გადასალახავად. შესაბამისად, დღეს ორივე მეზობელს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პროგრამის შემუშავება მოუწევს, რათა ეკონომიკური ზარალი ნაკლები იყოს.


საერთოდ, ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით თუ ვიტყვით, საქართველოს და სომხეთის ეკონომიკებში გეოპოლიტიკური განსხვავება საკმაოდ დიდია, თანაც არამხოლოდ რუსეთისა და დასავლეთის ხაზით (რაც ორივე ქვეყნის საგარეოეკონომიკურ კურსში ჩანს), არამედ იმითაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ ძლიერია რეგიონული გავლენაც - აზერბაიჯანულ-თურქული კაპიტალის ბატონობა.


დღევანდელ სიტუაციაში სომხეთისათვის საქართველოსთან სტრატეგიულ დიალოგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავისი არსით, ახლა თბილისისა და ერევნის დრო დგება, თუ მხარეები ერთობლივი გადაწყვეტილებისათვის უფრო მეტ სურვილს გამოამჯღავნებენ. უბედურება მეზობლებს კიდევ უფრო აახლოვებს. ყოველ შემთხვევაში სომხეთი ყოველთვის მზად იყო ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ საქართველოსთან მეტი ინტეგრაციისათვის და ახლაც მზადაა ამისათვის“, - აღნიშნავს გაზეთი „ლრაგირი“.


წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/03/27/169828/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ