დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემაში - კორონავირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს კვლავ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა 30.03.2020 12:36

საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემაში - კორონავირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს, შეიძლება ითქვას, კვლავ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა: ყოველდღიურად ქვეყნდება ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, მიმოხილულია ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები და და დაავადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები. ამ მხრივ ტრადიციულად აქტიურობენ რუსული და თურქული მასობრვი ინფორმაციის საშუალებები - სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ (რუსეთი), „ანადოლუ“ (თურქეთი).


დასავლური მასმედია აქტიურად აშუქებს იმ გახმაურებულ ფაქტს, რომელიც ჩინური კომპანია „შენჟენ ბიოს ბიოტექნოლოჯის“ უკავშირდება - ამ ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ესპანეთს წუნიანი, არაეფექტური ტესტები მიაწოდა. მადრიდმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტესტები სრულიად არასაიმედოა და ამიტომ ჩინეთს უკან გაუგზავნა. როგორც ცნობილია, იგივე ტესტების შეძენას აპირებდა საქართველოც, რომელმაც მოგვიანებით, ესპანეთის  გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამერიკული „სი-ენ-ენ“-ის ცნობით, ჩინეთის სამთავრობო მარეგულირებელი უწყება ამ ფაქტით დაინტერესდა და ქალაქ შენჟენში არსებული კომპანიის საქმიანობის შემოწმება დაიწყო. როგორც რუსული მასმედია, კერძოდ, სააგენტო «РБК» იუწყება, არ არის გამორიცხული, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობა მოუწიოთ.


წყაროები:

https://edition.cnn.com/world/live-news/coronavirus-outbreak-03-27-20-intl-hnk/h_dd37d329e04f6d3bd51a2c0dddc36168

https://www.rbc.ua/rus/news/kitae-proveryayut-proizvoditelya-testov-koronavirus-1585511771.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ