დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოში, ამერიკის მთავრობა, USAID-ის საშუალებით, 1.1. მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის 30.03.2020 20:41

იუსაიდ-ჯორჯია განცხადებას ავრცელებს:

 

გლობალურად, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ძლიერი ლიდერი ისე პასუხობს ახალ გამოწვევას- COVID-19. საქართველოში, ამერიკის მთავრობა USAID-ის საშუალებით 1.1. მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. USAID-ი ამ თანხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით გაანაწილებს იმ პროგრამებზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას პანდემიის - COVID-19 შესაკავებლად. ახალი მხარდაჭერის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

 

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ პარტნიორობის მიზანია ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების შეჩერებას და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. როგორც ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა: “ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ ვითარებაში, მაგრამ აუცილებლად გავუმკლავდებით მას, თუ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ვიზრუნებთ სხვებზე”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ