დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„პანდემიის გამო სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად ევროკომისია გამოყოფს 700 მილიონ ევროს - ევროპა გვეხმარება, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიყოთ მობილიზებულები“ 30.03.2020 20:56

სიმონ კილაძის პოსტი:

 

ევროპა გვეხმარება, მაგრამ მთავარია ჩვენ ვიყოთ მობილიზებულები. ევროკომისია "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს - უკრაინას, ბელორუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად. გარდა მისა, ევროკომისია ასევე გამოყოფს 700 მილიონ ევროს, რომელიც პანდემიის გამო მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად იქნება მიმართული. სულ - 840 მილიონი ევრო. ამ თანხებიდან ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, უკრაინა მიიღებს - დახმარების პირველი ტრანში უკვე  დაზუსტებულია - 80 მილიონი ევრო. რამდენს მიიღებს საქართველო, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, რასაკვირველია, დახმარება რომც მივიღოთ, ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი მობილიზება, დისციპლინა და პასუხისმგებლობაა ერთმანეთის წინაშე.

 

პარტნიორი ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, ევროკომისია მათ მიაწოდებს სამედიცინო აღჭურვილობას - მათ შორის, სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ პაკეტებს, ნიღბებს, სათვალეებს, საექიმო ტანისამოსს. ევროკავშირის კომისია თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და 30 მილიონ ევროს გამოყოფს ექვსი ქვეყნისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის მისაწოდებლად, მომავალ კვირებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ