დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქება დაიწყო 31.03.2020 00:18

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქება დაიწყო: „გარდაცვლილი-168, დაინფიცირებული - 10827“, წერს გიორგი ჯანღავა.

 

ორი დღის წინ ქართულმა მედიამ თურქეთის შესახებ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: „ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვი 5 698-მდე გაიზარდა.“ როგორც ვხედავთ, მაჩვენებლები ორ დღეში გაორმაგდა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ