მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღეს, დიდი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელმაც საქართველოს ორი დიდი მარადიული საჩუქარი დაუტოვა: დამოუკიდებლობა და ერთიანი საქართველოს ურღვევობის რეფერენდუმი, სადაც აფხაზმაც და ოსმაც 85% იანი ერთობა დააფიქსირა, სწორედ ამის გამო გააკრეს იგი ჯვარზე, აწამეს და ისე მოკლეს, რომ დღემდე ბევრს ჰგონია იგი თვითმკვლელი. იგი იყო დიდი ქართული სულიერი მისიის მატარებელი. მისი ნაშრომები სანამ წაიკითხება საქართველოს არ გამოელევა ჭეშმარიტი ქართველები სამშობლოსათვის თავშეწირულები, მან გვირჩია აგვერჩია ქრისტეს გზა, სამწუხაროდ, ჩვენ ბარაბას გზა ვარჩიეთ და დღემდე მაგ გზაზე ვმოძრაობთ ხელის ცეცებით.
გილოცავ ზვიად დაბადების დღეს."
ვიდეო იხილეთ ბმულზე
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge