კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იცით როგორ შეგვიძლია?! როგორ და აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრებმა უნდა დაინახონ რა მაგრები ვართ სპორტში, კულტურაში, განათლებაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში და რათქმაუნდა ჯანდაცვაში, ჩვენში ვინმე ნიჭიერი და წარმატებული რომ გამოერევა კი არ უნდა ვეცეთ, გავგლიჯოთ და დავბრდღვნათ , პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ უფრო მაგარი გახდეს და წარმატებული საქართველოს შენებაში თავისი წილი აგური დადოს. ყველა პროფესიის ადამიანს თავისი ომი აქვს მოსაგები,"_ წერს იგი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge