დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"რამდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი" 31.03.2020 13:01

იასე ზაუტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ თქვენი ნაფიქრი:


გვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, ეკონომიკაც ახალ მოცემულობას მოითხოვს. პრიორიტეტი მიენიჭება ქვეყნის შიგნით ნაწარმოებ პროდუქტს. არცერთი გოჯი მიწა დამუშავების გარეშე (სრულაიდ ვეთანხმები ლაშა პაპაშვილს). არცერთი კგ იმპორტირებული ნიორი, ვაშლი, მსხალი და კარტოფილი. მივცეთ ყველანაირი შეღავათი აგრარულ სექტორს და დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები დაამუშავონ და მოიყვანონ მასზე მოსავალი. საკმარისია, კარგად დაისვენა მიწამ.


ტურიზმის სეექტორშიც ინოვაციები გვჭირდება. პანდემიის შემდგომ მსოფლიოში გაიზრდება მოთხოვნა სარეაბილიტაციო კურორტებზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე, ეკოლოგიურად სუფთა (ორგანიქ) საკვებზე და აქაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა მოიზიდოს უკვე უამრავი ხალხი და განავითაროს სამედიცინო ტურიზმი, რომელიც თავის მხრივ საკუთრივ ტურიზმის სექტორის შემადგენელი ნაწილია.


ყველა არსებული ადგილობრივი საწარმოს გაფართოება და ხელშეწყობა - საკვები პროდუქტის წარმოებიდან დაწყებული სამშენებლო ბიზნესით დამთავრებული. მსხვილი სტრატეგიული პროექტების (ვიცი, რომ ასეთები არსებობს) დაჩქარება და რეალური ხელშეწყობა, არა სიტყვების რახარუხი და ტყუილი დაპირება მთავრობის მხრიდან.


ინვესტიციებზე ფიქრი და ფინანსური დახმარების შემთხვევაში (და ასეთი იქნება აუცილებლად) რესურსების მიმართვა სწორედ ამ ზემოთხსენებულ სფეროებში და არა მხოლოდ ბანკებისკენ, რომლებიც ისედაც გაზულუქებულნი არიან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქონების ხელში ჩაგდებით.


ამ და სხვა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის კუთხით რას ფიქრობთ, რას აპირებთ, რა სტრატეგია გაქვთ ჩვენო მთავრობავ? თუ რამე სტრატეგია გაქვთ, გაგვაცანით, თუ არა და იმოქმედეთ დროულად. ჯერ სახლშია შეკეტილი ეს ხალხი და გამოვა გარეთ მალე, დასრულდება პანდემია და კოვიდის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ კორონაში ნუ ჩავაგდებთ ამ ისედაც გადაღლილ მოსახლეობას!!!!"- წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ