დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"რუსეთი ამერიკას ეხმარება"-სიმონ კილაძე 31.03.2020 13:27

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"რუსეთი ამერიკას ეხმარება


დონალდ ტრამპს უთქვამს რამდენიმე საათის წინ პრეს-კონფერენციაზე - დიდი მადლობა მოსკოვს, რომ კორონასთან ბრძოლაში გვეხმარებაო.

რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელი კოლეგისათვის თვითმფრინავი გაუგზავნია თურმე, მედაპარატურით სავსე.

"ვლადიმერ პუტინმა უზარმაზარი თვითმფრინავი გამოგვიგზავნა, რომელიც გატენილია სამედიცინო აპარატურით... ეს ძალიან კარგი ამბავიაო", - აღიარა დონალდ ტრამპმა.

https://www.interfax.ru/world/701672

-----------

ცნობისათვის: გუშინ, 30 მარტს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით კორონავირუსთან ბრძოლაში კოორდინირებაზე ისაუბრეს. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა პუტინმა ამერიკისათვის დახმარების საკითხი.


რაც შეეხება "უზარმაზარ თვითმფრინავს", ეს, ალბათ, "АН-124" ("რუსლანი") უნდა იყოს, რომლის ტვირთამწეობა 120 ტონას შეადგენს."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ