დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„თვითიზოლაციისა და კარანტინის გამოცდილება“ - Политическая экспертиза 31.03.2020 13:33

უცხოურ მასმედიაში გამოქვეყნებულ კორონავირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლისადმი მიძღვნილ მასალებში საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ქვეყნის მთავრობის მიერ ზომების გამკაცრებას და „კომენდანტის საათის“ შემოღებას ყურადღება მიაქცია საერთაშორისო მედიის პრაქტიკულად ყველა საშუალებამ - როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და რადიო-ტელევიზიამ, ასევე რუსულმა და დასავლურმა მასმედიამ: ინფორმაციები გაავრცელეს Public Radio of Armenia-მ (სომხეთი), Trend-მა აზერბაიჯანი), Anadolu-მ (თურქეთი), Reuters-მა და BBC news-მა (დიდი ბრიტანეთი) და სხვა ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. მასალებში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი შეზღუდვების შესახებ, სტატისტიკურ მონაცემებზე და ა.შ.

-------------

რუსული ჟურნალის «Политическая экспертиза»-ს ვებ-გვერდზე სათაურით „თვითიზოლაციისა და კარანტინის გამოცდილება“ - გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნების - აშშ-ის, მექსიკის, თურქეთისა და საქართველოს მცხოვრებლების თვალსაზრისები, რომლებშიც კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციაა გადმოცემული უშუალოდ თვითმხილველების მიერ. აი, როგორაა გადმოცემული საქართველოში შექმნილი სიტუაცია (30 მარტის მდგომარეობით): „საქართველოში 100-მდე დასნებოვნებული ადამიანი დაფიქსირდა, მაგრამ მათგან თითქმის 20-მდე ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. „იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დროულად დახურა თავისი საზღვრები, მთლიანობაში სიტუაცია სტაბილურია“, - ამბობს თბილისის მცხოვრები დიანა მათიაშვილი, - „მართალია, ზოგიერთი თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევს, მაგრამ ასეთებს აჯარიმებენ და კარანტინში ათავსებენ. იგრძნობა პირბადეების დეფიციტი, მაგრამ ზოგიერთმა ადგილობრივმა სამკერვალო საწარმომ მათი წარმოება უკვე დაიწყო“. იგი მადლობას უხდის ქართველ მედიცინის მუშაკებს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის გამო.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://politexpert.net/190639-inostrancy-rasskazali-o-zhizni-v-usloviyakh-izolyacii-iz-za-koronavirusa

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ