დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრევლი ფიზიკურ დისტანცირებას იგნორირებს“ - The Guardian 31.03.2020 13:44

ბრიტანულ გაზეთ «The Guardian»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრევლი ფიზიკურ დისტანცირებას იგნორირებს“, რომელშიც მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიისა და რელიგიური საზოგადოებების მოქმედება (რეაგირება) ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის დროს მიღებულ ზომების მიმართ.


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან, რომელშიც რუსეთის ეკლესიასთან ერთად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც არის მოხსენიებული:


„თავდაპირველად რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებდა, რომ მოსკოვისა და სხვა ქალაქების მერებს არანაირი უფლება არ აქვთ ეკლესიები დახურონო და მრევლს პირდებოდა, სანამ უშუალოდ კრემლიდან არ მიიღებდა მითითებას, მანამდე ყველა რიტუალი შესრულდებოდა. მაგრამ მოგვიანებით, კვირას, ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ,   მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში ჩატარებული ლითურგიის დროს მორწმუნეებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ეკლესიებში სიარულისაგან. რუმინეთში და საქართველოში, სადაც ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს, შეშფოთება იქნა გამოხატული იმის გამო, რომ მღვდლები ზიარების დროს საერთო კოვზს იყენებდნენ. გასულ კვირას, როცა რუმინეთის მთელ ტერიტორიაზე თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქალაქის მღვდლები საერთო კოვზით სარგებლობდნენ. საქართველოს ეკლესიამ მრევლს, მართალია, მოუწოდა, რომ ტაძრებში სიარული მინიმუმამდე შეემცირებინათ და ავადმყოფებს არ ევლოთ, მაგრამ იმავდროულად უარი არ თქვა საერთო კოვზის გამოყენებაზე და განაცხადა, რომ შეუძლებელია ადამიანი ზიარების დროს საერთო კოვზისაგან დასნებოვნდეს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.theguardian.com/world/2020/mar/29/church-goers-around-the-world-ignore-social-distance-advice

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ