დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს მთავრობამ პანდემიის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები დახურა 01.04.2020 12:10

უცხოურ მასმედიაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, საქართველოს შესახებ გავრცელებულ მასალებში, აქცენტი უპირველესად კვლავ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრებასა და კომენდანტის საათის შემოღებაზეა გადატანილი. ამ მხრივ მასმედიის ყურადღებას მიიქცია მთავრობის დადგენილების ერთ-ერთმა მომენტმა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის აკრძალვას ეხება. ეს საკითხი რუსულმა მასმედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა და თან გარკვეულწილად ირონიულადაც აღნიშნა, რომ ღვინის სამშობლოში მთავრობამ ღვინის სმა აკრძალაო. თუმცა, ობიექტურობის დაცვით, ზოგიერთმა სააგენტომ დააზუსტა - საქმე ეხება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზიების დროებით დახურვას და არა ღვინის გაყიდვისა და სმის აკრძალვას.

 

სხვათა შორის, ეს გარემოება ბრიტანულმა მამედიამაც აღნიშნა: ლონდონის გამოცემა The Saxon სტატიაში „საქართველოს მთავრობამ პანდემიის პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები დახურა“ (ავტორი - მარი ბატერბერიონი) მიუთითებს, რომ „ღვინის, ჭაჭის არაყის, კონიაკისა და ლუდის ყიდვა მხოლოდ სასურსათო მარაზიებში შეიძლება“.


პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გატარებული ანტივირუსული ღონისძიებები.


წყარო:

https://thesaxon.org/the-georgian-government-closed-down-the-alcohol-shops-because-of-the-pandemic/17245/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ