დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალუტები: კურსის დაცემაში ლიდერი ქართული ლარი გახდა 01.04.2020 12:32

რუსეთის ტელეარხები თითქმის ყოველდღიურად გადასცემენ ეთერში საქართველოს შესახებ ვიდეორეპორტაჟებს. ასე მაგალითად, «Первый канал»-მა 31 მარტს, საღამოს გადასცა ვიდეომასალა, რომელიც ტელეარხის საიტზე გამოქვეყნებულია სათაურით „საქართველოში საყოველთაო კარანტინი შემოიღეს, დაწესდა კომენდანტის საათი“ (ავტორი - რიმა ბერულავა). მასში მიმოხილულია ახალი გამკაცრებული საკარანტინო წესები. გარდა ამისა, ავტორის მიერ აღებულ ბლიც-ინტერვიუებში საუბრობენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები.


ტელეარხმა «Россия-1»-ის პროგრამაში „ვესტი“ გადაიცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვალუტების კურსის მიმოხილვა კორონავირუსის გავრცელების პირობებში, რომლის სათაურია „ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალუტები: კურსის დაცემაში ლიდერი ქართული ლარი გახდა“. სტატიაში, კერძოდ, ნათქვამია: მარტის თვეში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტების აბსოლუტურმა უმრავლესობის კურსი, დოლართან მიმართებით, მკვეთრად დაეცა, არ შეცვლილა მხოლოდ აზერბაიჯანული და თურქმენული მანათის ფიქსირებული კურსი. დაცემის ლიდერი გახდა ქართული ლარი (-15,04%), მას მოჰყვება ყაზახური ტენგე (-14,93%), ბელარუსუსლი რუბლი (-13,96%), რუსული რუბლი (-13,82%), ყირგიზული სომი (-13,56%), უკრაინული გრივნა (-12,47%), სომხური დრამი (-5,13%), მოლდოვური ლეი (-2,20%) და ა.შ. პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ლარის კურსთან მიმართებით.


წყაროები:


https://www.1tv.ru/news/2020-03-31/382953-v_gruzii_vvedeny_vseobschiy_karantin_i_komendantskiy_chas?fbclid=IwAR2YwzmJYHJQzwSFmIq_MyJLi4HhjD-g7p3-JgAVwnnoTWkcrp8Oi7vVba0

 

https://www.vesti.ru/doc.html?id=3253024


მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ