დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მაკედონია ნატოში: პანდემიის ფონზე ეს მკაფიო სიგნალია რუსეთისათვის და კარგი ნიშანია უკრაინისა და საქართველოსთვის 01.04.2020 12:41

კორონავირუსის ფონზე უცხოურ მასმედიაში მასალები სამხედრო-პოლიტიკურ თემაზეც ქვეყნდება. ასე მაგალითად, „პოლონეთის რადიომ“  (Polske radio) ეთერში გადასცა მასალა მაკედონიის ნატოში გაწევრიანების შესახებ, რომლის სათაური ასეთია - „მაკედონია ნატოში: პანდემიის ფონზე ეს მკაფიო სიგნალია რუსეთისათვის და კარგი ნიშანია უკრაინისა და საქართველოსთვის“. როგორც ავტორი - აგნესა მარცელა კამინსკა აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დიდი პოლიტიკა ჩვეულებრივად გრძელდება. ევროპული უსაფრთხოების სისტემა მუქარებს სხვადასხვა მხრიდან განიცდის, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მაინც რუსეთიდან მოდის. ასეთ პირობებში ნატოს გაფართოების პროცესს და მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტი ესაუბრება ვარშავის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელს მარჩინ ტერლიკოვსკის, რომელიც აღნიშნავს 30 მარტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მაკედონიის მიღების ფაქტს და მას მარალ დონეზე აფასებს. პოლონელი პოლიტოლოგის თქმით, მაშინ როცა ბრიტანეთის მთავრობა ვირუსით გამოწვეულ ეპიდემიას ებრძვის და ხელისუფლების ყურადღება თავისი მოქალაქეების ზრუნვაზეა გადატანილი, რუსეთის აქტიურობა ლა-მანშის სრუტეში პროვოკაციულად მოჩანს. სწორდ ამიტომ, ნატომ პასუხი უნდა გასცეს მოსკოვის მცდელობებს და გაფართოების პროცესი უნდა გაგრძელდეს, ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღებით.

 


წყარო: https://polskieradio24.pl/5/1223/Artykul/2461573,Zimna-wojna-20-B-rzecznik-NATO-wrog-nie-moze-nawet-pomyslec-ze-ma-jakies-szanse-na-zwyciestwo

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ