დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მიზნობრივი განადგურება: აფხაზეთის არტილერია უზუსტესი ხდება 01.04.2020 12:47

 

რუსული გაზეთ „იზვესტიის“დღევანდელი, პირველი აპრილის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „მიზნობრივი განადგურება: აფხაზეთის არტილერია უზუსტესი ხდება“, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზაში ახალი მართვის სისტემების დანერგვას ეხება.


„დღეისათვის რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა მართვის ახალ სისტემას ითვისებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის სამხედრო ნაწილში ცეცხლის მართვის უახლესი ავტომატიზებული სისტემა დაინერგა, რომელიც ერთ კონტურში აერთიანებს ქვემეხებს, ნაღმტყორცნებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებს, სახმელეთო დაზვევრის რადარებს, აგრეთვე ავიაციას და დრონებს. მოწინააღმდეგე შეიძლება განადგურდეს როგორც ჩვეულებრივი, ასევე მაღალი სიზუსტის მქონე ჭურვებით, თანაც მიზნის აღმოჩენის მომენტიდან მისთვის ცეცხლის გახსნას სულ რაღაც წამები ჭირდება“, - წერს გაზეთი.


პუბლიკაციაში გადმოცემულია სამხედრო ექსპერტის ვიქტორ მურახოვსკის კომენტარი:


„აფხაზეთში დისლოცირებული რუსული არმიის ნაწილების გაძლიერება უსაფუძვლოდ არ ხდება.  2008 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ქვეყნის კურსი ნატოში გაწევრიანების თაობაზე არ შეცვლილა. საქართველო თავის არმიას ნატოს სტანდარტების მიხედვით აძლიერებს, დღეისათვის თბილისთან ახლოს ნატოს სასწავლო კომპლექსი შენდება. გარდა ამისა, რეგულარულად ეწყობა სამხედრო მანევრები... ასეთ ფონზე შენარჩუნებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი მიმართული სამხედრო მუქარა, მათი უსაფრთხოების გარანტი კი რუსეთის ფედერაციაა“, - ამბობს ვიქტორ მურახოვსკი.


სტატიის ავტორი ესაუბრება კიდევ ერთ რუს სამხედრო ექპერტს, გეოპოლიტიკური პრობლემების შემსწავლელი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ანოხინს, რომელიც თვლის, რომ საქართველო საკმაოდ ავანტიურისტულ პოლიტიკას ატარებს, თბილისს პროვოკაციების მოხდენა შეუძლია, შესაბამისად, აფხაზეთში რუსული არმიის ბაზის გაძლიერება აუცილებელია.


პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის უახლესი იარაღი, რომლითაც ბოლო დროს მე-7 ბაზა აღიჭურვა: ტანკები T-90A, ჯავშანტრანსპორტერები БТР-82А, უპილოტო საფრენი აპარატები „ორლან-30“, საარტილერიო სისტემების მძლავრი ჭურვები სახელწოდებით „კრასნოპოლი“, რეაქტიული ცეცხლის მოდერნიზებული სისტემები - საშუალო კალიბრის „ტორნადო - გ“ და მსხვილი კალიბრის - „ტორნადო - ს“. ასევე დაგეგმილია ბაზის აღჭურვა საარტილერიო კომპლექსით „კოალიცია“

წყარო:

https://iz.ru/988294/bogdan-stepovoi-roman-kretcul-anton-lavrov/tcelevoe-unichtozhenie-artilleriia-v-abkhazii-stanovitsia-sverkhtochnoi

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ