დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ჩვენ არ ვართ არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა - მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი ძალიან მალე დადგება" 02.04.2020 00:34


„ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ  ე.წ. „დელივერი სერვისის”  პრობლემებზე საუბრისას:

 

„ჩვენ ვამბობთ, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა გააგრძელებენ მუშაობას. მათ ექნებათ კონკრეუტლი პირობები ჯანმრთელობის დაცვის ნაწილში. გარდა ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დისტანციური მომსახურების ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამინების შრომას. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ დიდ სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე,გარკვეული შეღავათების დონეზე, არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესამაბის შტაბში და მუშაობის ეს ნებართვა მივიღოთ, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად მომსახურების დისტანციურ ფორმებზე გადავიდეთ. ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“,-აღნიშნა გახარიამ "იმედის" ეთერში.

 

მისივე თქმით, "სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არ ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა. მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი ძალიან მალე დადგება".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ