დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ოპოზიციონერებმა არ შეისმინეს მათივე შედარებით პრაგმატული წევრების მოწოდება, დროებით მაინც აეღოთ ხელი ნეგატიურ და დესტრუქციულ დღის წესრიგზე" 02.04.2020 12:53

ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ოპოზიციონერებმა, განსაკუთრებით მათმა დესტრუქციულმა ნაწილმა, არ შეისმინეს მათივე შედარებით პრაგმატული წევრების მოწოდება, დროებით მაინც აეღოთ ხელი ნეგატიურ და დესტრუქციულ დღის წესრიგზე და კორონავირუსის პრობლემების ფონზე იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერაზე.  


ვუსმენდი გუშინ გახარიას - აღმოჩნდა რომ ოპოზიციას, რომელიც ვითომ ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების „უფასოდ“  ჩამოყვანაზე „ზრუნავდა“ თავად შეეძლო ამ საქმის მოგვარება და რეისების ორგანიზება. ვინ ეტყოდა უარს ან ვინ შეუშლიდა ხელს?! 


ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა ძალით იფეთქებს კორონავირუსი პიკურ ფაზაში, მაგრამ ფაქტია, რომ  ოპონენტების და მათი მომსახურე მედიის ყიჟინა-კრიტიკის ფონზე „ქ/ოცნება“ ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს კორონავირუსთან ბრძოლას. ბოლოსდაბოლოს გაზომვადი ინდიკატორები რომ გამოვიყენოთ, გვყავს მხოლოდ 117 დაინფიცირებული, საბედნიეროდ არცერთი ლეტალური შემთხვევა, მაშინ როდესაც ჩვენზე ასჯერ და ათასჯერ მეტი რესურსების მქონე ქვეყნებში დაინფიცრებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ათასებს აღწევს. და ვისი მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი?!


სერიოზულმა  ევროპულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Middle East Institute საგანგებოდ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ რუხში საავადმყოფოს ოპერატიულად გახსნის  მნიშვნელობა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში კორონავირუსის შემოტევის შესამსუბუქებლად. უკვე 37 პაციენტია გადმოყვანილი გამყოფი ხაზებიდან და გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ არ აფიშირდება. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა, როგორც მოსალოდნელი იყო ამ საავადმყოფოს გახსნის ფაქტი ყურადღების მიღმა გაატარეს.  


ეხლა მთავარია, კორონავირუსის პიკი გადავიტანოთ და დარწმუნებული ვარ გადავიტანთ!"- წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ