დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების სასარგებლოდ გაღებული თითოეული თეთრი მაქსიმალურად რაციონალურად დაიხარჯება“, - ირაკლი კობახიძე. 02.04.2020 13:41

2 მილიარდში იგულისხმება, როგორც ის დახმარება, რომელიც გაიცემა ეკონომიკის და შესაბამისი სუბიექტების სტიმულირებისთვის, ასევე, სოციალური პაკეტი, რომელიც განისაზღვრება მთავრობის მიერ მოქალაქეების დასახმარებლად.
რაც შეეხება იმას, თუ ბიზნესის რომელი სფეროები უნდა ელოდნენ დახმარებას, ეს დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე.
„დღესაც ვიცით უკვე გარკვეული სფეროები, სადაც უფრო მეტად გაუჭირდებათ ეკონომიკურ სუბიექტებს, ეს არის, მაგალითად, ტურიზმის სექტორი. ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებულია, შესაბამისად, უკვე ვიცით, რომ ეკონომიკური პრობლემები ექნებათ, თუმცა სხვა სფეროებშიც ველოდებით ეკონომიკურ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, დაახლოებით ორ კვირაში, გვექნება სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ინფორმაცია გვექნება კონკრეტული სფეროების და კომპანიების დონეზე. შესაბამისად, მცირე დროში უკვე გვექნება პრობლემის ზედმიწევნით, დეტალურად იდენტიფიცირების საშუალება და ამის მიხედვით გადანაწილდება 2 მილიარდი ლარი შესაბამის სუბიექტებზე და ჩვენს მოქალაქეებზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
2 მილიარდი ლარის მობილიზება ბიუჯეტიდან დაზოგილი ხარჯებიდან მოხდა.
„ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, ბევრი მიმართულებით იზოგება ხარჯები, მათ შორის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სხვადასხვა მიმართულებით გვექნება დანაზოგი და ეს ყველაფერი გვაძლევს 2 მილიარდი ლარის აკუმულირების საშუალებას. თუმცა, გრძელდება მუშაობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, იმისათვის, რომ მოხდეს დამატებით რესურსების მობილიზება. ჩვენ ჯერ ვაკვირდებით მოვლენებს, ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება, ამის მიხედვით, თანდათანობით გამოიკვეთება სურათი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამ მიმართულებით კონკრეტული შეღავათები უკვე დაწესდა ეკონომიკური სუბიექტების სასარგებლოდ, თუმცა, მოვლენათა განვითარების მიხედვით, შეიძლება დამატებითი ზომები იქნეს მიღებული.

„მთავარია, არც ერთი თეთრი არ დაიხარჯოს ირაციონალურად და არამიზნობრივად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გარკვეული მიმართულებით დაანგარიშებას სჭირდება მცირე დრო და ჩვენ, შესაბამისად, მაქსიმალურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს ანუ, ზუსტად დავადგენთ, თუ სად არის პრობლემა და ზუსტი გაანგარიშების საფუძველზე გვექნება ყველა მიმართულებით წერტილოვანი და მიზანმიმართული ჩარევა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ