13:48 02.04.2020
ქართველი მწერლის წინასწარმეტყველება დღევანდელ მსოფლიო გასაჭირზე - 2011 წელი

ქართველი მწერალი მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი, და­­ბა­და 1959 ელს, ქალაქ გორ­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. ის პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მისტ-ფი­ნან­სის­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის იუ­რის­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი


2007 წლამდე ხელმძღვანელობდა "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­".  2004 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დააარსა სა­ქარ­თვე­ლოს გოლ­ფის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­­ცია და დაიწყო პირველი გოლფის მოედნის მშენებლობა, მაგრამ 2007 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, მერაბ რატიშვილი უკანონოდ და­­პა­ტიმ­ეს, რო­გორც ოპო­ზი­ცი­­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის აქ­ტი­­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­­სა­ეს. უკანონო პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მან შექ­მნა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­­ტი, რო­მელ­ზეც მა­შინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ კრი­ტი­კულ წე­რი­ლებს და ინ­ტერ­ვი­­ებს აქ­ვეყ­ნებ­და. გამოსცემდა ელექტრონულ და ბეჭდურ გაზეთს TRIBUNA GE. მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­­ნის უფ­ლე­ბა­თა დაცვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­­რეს და ამა­ვე სტა­ტუ­სით, ის  2013 წელს პატიმრობიდან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გათავისუფლებიდან ექვსი წლისა და ხუთი თვის თავზე, 2019 წელს, საქართველოს სააპელაციო სასამართლომ იგი გაამართლა.


უკანონო პატიმრობის პერიოდში, მე­რაბ რა­ტიშ­ვილ­ გახდა მწერალი. ამავე დროს გა­მო­­ცა მისი რომა­ნე­ბი: "ჯუღა"; "თეთ­რი ლამა"; "და­კარ­გუ­ლი ფურ­ცლე­ბი" და "ოდეს­ღაც". მისი რომანები ითარგმნა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, სერბულ და ჩინურ ენებზე. 2013 წელს, რუსეთის ლიტერატორთა კავშირმა წარადგინა ნობელის პრემიაზე ფორმულირებით: „გმირობა ლიტერატურაში“. 2015 წ. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, მისი რომანი, „თეთრი ლამა“ წარადგინა დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე.

 

 „ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ნაწყვეტს მერაბ რატიშვილის რომანიდან „თეთრი ლამა“, რომელიც, 2011 წლის გაზაფხულზე გამოიცა. ეს ნაწარმოებიც დაწერილია რუსთავის N6-ე საპყრობილის  N13-ე  სამარტოო საკანში და  თითქოს წინასწარმეტყველებაა დღევანდელობის!


 

აგრეთვე, მის სხვა რომანებშიც „ჯუღა“ და „ილიადი“, წაიკითხავთ ნაწინასწარმეტყველებს - მსოფლიოში  ეკონომიკური და პოლიტიკური პროცების განვითარებას. 

 

რომანი „თეთრი ლამა“

ნაწილი პირველი

 

თავი მერვე

 

* * * * *

 

ნინიკოს და ტომას ბლეიკს ხშირი მიმოწერა ჰქონდათ და ძალიან დამეგობრდნენ. როგორც მგრძნობიარე და შთაბეჭდილებით სავსე ყმაწვილები, აფასებდნენ თავიანთი წინაპრების მეგობრობას და ამანაც მოახდინა ზეგავლენა მათ დამეგობრობაზე. ტომასი საზაფხულო არდადეგებზე ინგლისში ეპატიჟებოდა ნინიკოს. სურდა თავისი ოჯახი გაეცნო მისთვის, თანაც უნივერსიტეტი ეჩვენებინა და მომავალი სწავლის შესახებაც ემსჯელათ. ნინიკომ პაპასთან საუბრის შემდეგ ტომასი საქართველოში მოიპატიჟა და არგუმენტად მათი წინაპრების მაგალითი მოუყვანა, რომ ჯერ უფროსი ტომას ბლეიკი იყო ჩამოსული საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ სტუმრობდა მათთან პაპა გიორგი. - გამართლებული იქნება უფროსი ბლეიკის მარშრუტი გაგევლო და უფრო ადვილად წარმოგვედგინა, რამ ჩაუყარა საფუძველი მათ მეგობრობასო. ისიც მისწერა, რომ მისი ინფორმაციის წყალობით დიდი პაპა აღმოაჩინა და ლადო პაპასთან ერთად ტიბეტში მასთან აპირებდა გამგზავრებას. ამ შეტყობინებამ ტომასი აღაფრთოვანა და მალევე უთხრა თანხმობა საქართველოში სტუმრობაზე, შემდეგ კი მზად იყო მათთან ერთად ტიბეტში გამგზავრებულიყო. ტომასის პასუხმა ნინიკო ძალიან გაახარა.

 

ივლისის შუა რიცხვებში ტომასი ლონდონიდან ვენის გავლით ტრანზიტით თბილისში გამოფრინდა. ტომასს ვენაში რამდენიმე საათი მოუხდა თვითმფრინავის ლოდინი და ერთ ამერიკელს გადაეყარა. მასზე გაცილებით უფროსი კაცი, წარმოშობით არგენტინაში დაბადებული გერმანელი აღმოჩნდა, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით საქმიანი მივლინებით მიემგზავრებოდა თბილისში. ვენის აეროპორტში რამდენიმე საათი ბარში გაატარეს. ტომასისთვის მასზე თითქმის ორჯერ უფროსი მამაკაცი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, რომელიც, ამავე დროს, სპირტიანი სასმელების დიდი მოყვარულიც გამოდგა, ჰოდა გამოუცდელი ტომასიც აიყოლია ამ საქმეში. თვითმფრინავში უკვე კარგად შემთვრალები შევიდნენ, განსაკუთრებით - ტომასი. რამდენიმე ულუფა ვისკი თვითმფრინავშიც დაამატეს და ეს უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტომასს, გათიშულს, ჩასძინებოდა. მხოლოდ თბილისში გამოაღვიძეს და ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა სმაში გამოუცდელი ჭაბუკი. ისევ მთვრალი იყო, მაგრამ რატომღაც ახსოვდა, რომ სიურპრიზი უნდა მოეწყო ნინიკოსთვის, იქვე სალონში გაიხადა მაისური, ჩანთიდან ძველი მოქარგული პერანგი ამოიღო და გადაიცვა. ხელით გაისწორა თმები და გასასვლელისკენ ბარბაცით წავიდა.

 

აეროპორტში ნინიკო და ბიძამისი დავითი ელოდნენ. ყველასთვის მოულოდნელად, მგზავრთა გამოსასვლელიდან ხევსურულ პერანგში ჩაცმული უცხოელი გამოვიდა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ მგზავრობისა და სმისგან გადაღლილი იყო. ყველა გაკვირვებული ღიმილით მისჩერებოდა, თან გარშემო იყურებოდნენ, ალბათ სადღაც ვიდეოკამერაა და ფილმს იღებენო. ნინიკომ მაშინვე იცნო ტომასი. მისი ხევსურული პერანგისა და მდგომარეობის შემხედვარემ, სიცილით დაუძახა: ტომას, აქ ვარო, მომლოდინეთა ხალხის მასას გამოეყო და წინ გაიჭრა. ტომასმა თავისი ჩაცმულობით მართლაც მოახდინა მასპინძლებზე ეფექტი. ეს ხევსურული სამოსი უფროსი ტომას ბლეიკის იყო, რომელიც 80 წლის წინ გიორგიმ აჩუქა და უკვე გვარიანად გახუნებული, ახლა მუზეუმიდან გამოტანილს ჰგავდა. ტომასი გარეგნობით თვითონაც ძალიან ჰგავდა უფროს ტომას ბლეიკს.

 

ძალიან თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, მის სიმთვრალესაც გაგებით მოეკიდნენ მასპინძლები. იმის გამო, რომ გვიანი ღამე იყო, სასტუმრო `მეტეხი-პალასში” დააბინავეს და მეორე დღისთვის მოილაპარაკეს, რომ პირველ საათზე მიაკითხავდნენ. ტომასის ამერიკელი თანამგზავრიც იმავე სასტუმროში გაჩერდა და მათი ნომრებიც გვერდი-გვერდ აღმოჩნდა. ამერიკელმა ნაცნობმა მომენტი ხელიდან არ გაუშვა და როგორც კი ნინიკო და დავითი დაემშვიდობნენ, ტომასი მაშინვე ღამის ბარში აიყვანა ბოლო სართულზე.

 

მეორე დღეს ნინიკო და ბიძამისი დიდხანს ელოდნენ ტომასს სასტუმროს ჰოლში, მაგრამ სტუმარი არ ჩანდა. არც სატელეფონო ზარს პასუხობდა. გადაწყვიტეს, ისევ დალოდებოდნენ, სხვა გზა არ ჰქონდათ, მის გარეშე ხომ არ დაბრუნდებოდნენ. ჰოლში მისი გუშინდელი თანამგზავრი დაინახა ნინიკომ, ღამის ლოთობა ეტყობოდა სახეზე, არ მოერიდა, მივიდა და ჰკითხა: ხომ არ იცით ტომასი სად არისო? მან გულგრილად უპასუხა: არ ვიციო, ღამის შემდეგ არ მინახავსო. ნინიკომ იგრძნო, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და სასტუმროს ადმინისტრატორს სთხოვა, ნომერში ენახათ მისი სტუმარი. მორიგე შეწუხებული გამოვიდა ნომრიდან, სასწრაფო გამოიძახეთ, უგონოდააო.

 

სამედიცინო კლინიკიდან, სადაც დავითი მთავარი ექიმის მოადგილედ მუშაობდა, ტომასი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოწერეს. მაშინვე ხევსურეთში, ბარისახოში წაიყვანეს. ტომასი ჯერ ისევ სუსტად იყო და ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ უფრო მეტად იმას წუხდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩამოვიდა სტუმრად და თანაც ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა მის წინდაუხედაობას. შერცხვენილად გრძნობდა თავს და ძალიან განიცდიდა. ბოდიშებს უხდიდა ნინიკოს და დავითს, რომ ასეთი რამ შეემთხვა და ამდენი უსიამოვნება მოახვია თავს. ამდენი არასოდეს დამილევია, ასე რატომ მოვიქეცი, ჯერაც ვერ ამიხსნიაო. ის ამერიკელი აღარც უნახავს, რადგან ერთი კვირა ხევსურეთში გაატარეს, მდგომარეობაც გამოუსწორდა, თითქოს გადაავიწყდა კიდეც ეს ამბავი, თუ იხსენებდა თა ვის უსიამოვნო თავგადასავალს, მხოლოდ ხუმრობით, - ტომას ბლეიკების გადარჩენა ლიქოკელების ტრადიცია ყოფილაო. შემთხვევით ჯიბეში იმ ამერიკელი ნაცნობის სავიზიტო ბარათი იპოვა, რომელიც, როგორც გაიხსენა, ვენის აეროპორტში გაცნობის დროს მისცა. დიდხანს იჯდა ეზოში თავჩარგული, მის სავიზიტო ბარათს დასცქეროდა და მასთან უცნაურ საუბარს იხსენებდა. ზოგი რამ იმ საუბრიდან აღიდგინა, მაგრამ როცა სასმელი ძალიან მოეკიდა, იმ მომენტიდან ვეღარაფერს იხსენებდა. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ძალიან უცნაურ და არასასიამოვნო ამბებს ყვებოდა.

 

ნინიკო სახლიდან გამოვიდა ეზოში და ტომასი თავჩაქინდრული რომ დაინახა, ჰკითხა:

 

- რატომ ხარ მოწყენილი?

ტომასმა უხერხულად გაიღიმა.

- ვიხსენებ ჩემს უსიამოვნო თავგადასავალს და იმ კაცს...

- მერე, გაიხსენე? - სიცილით ჰკითხა ნინიკომ.

- ყველაფერი ვერა. კი მახსოვს ბუნდოვნად რა სასწაულ ამბებს მიყვებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიხსენებ.

- მისი სახელი მაინც თუ გახსოვს? - ხალისიანად გააგრძელა ნინიკომ.

ტომასმა სავიზიტო ბარათი გაუწოდა. ნინიკომ გამოართვა და დახედა. სავიზიტო ბარათს ეწერა: "ედუარდ მაი, ექიმი (დოქტორი). ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის სპეციალური პროგრამების დირექტორი".

- ეს რას ნიშნავს - სპეციალური პროგრამები?

- მგონი ვაქცინაციის პროგრამებზე მუშაობს.

- მაგ ამბების არაფერი მესმის, მაგრამ, თუ გინდა, შევისწავლი, - მხიარულად უთხრა ნინიკომ და ტომასიც გააცინა.

- თუ ექიმია, არ იცოდა, რომ ამდენი სმა არ შეიძლება? კარგი ექიმი ყოფილა.

- ექიმი როგორია ვერ გეტყვი, მაგრამ მაგრად რომ სვამდა, ეგ კი ვიცი. ვერ ვიხსენებ, სასტუმროში რას მიყვებოდა, უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი, უკვე აღარც სმა შემეძლო, მაგრამ ვერ ავდექი, რომ მიმეტოვებინა. მასთან შეხვედრამ და ლაპარაკმა ბევრი უსიამოვნო რამ გამახსენა, - გულწრფელად უთხრა ტომასმა. - თანაც მომეჩვენა, რომ მთელი სამყარო სძულდა, ყველას თათხავდა და ლანძღავდა, ჯერ კიდევ ვენაში. სანამ ბარში ვისხედით, ისეთ რამეს მიყვებოდა, თმები ყალყზე დამიდგა. იქ ჩემზე მთვრალი იყო. ნიუიორკიდან მოფრინავდა და ეტყობა მთელი გზა სვამდა.

 

- რას გიყვებოდა ამისთანას?

 

- კარგად მახსოვს, რაც მითხრა. ჩემი ოჯახი იძულებითი ემიგრანტები ვართო. თვითონ ბუენოს-აირესში დაბადებულა, სანმარტინში. ასე ამბობდა, ეს ახალი ბავარიააო. იქ თურმე დიდი გერმანული კოლონია ცხოვრობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასე მითხრა: ის, რასაც ჰიტლერმა ვერ მიაღწია, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებასა და არიული რასის გამოყვანას, ახალმა თაობებმა უნდა მივაღწიოთო და ამ საქმეში ინგლისელებიც უნდა ჩაერთოთ, მარტო გერმანელები არ ვეყოფითო. ინგლისელებსა და ამერიკელებს რომ ჰიტლერისთვის მხარი დაეჭირათ, დღეს სხვა მსოფლიო იქნებოდა და ამდენ დროს არ დავკარგავდითო.

 

- ნამდვილად არაფერი მესმის, რას გელაპარაკებოდა ეს კაცი, - გულწრფელად უთხრა ნინიკომ.

- სიმართლეს გეტყვი, არც მე მესმის. რაღა დროს ჰიტლერია, კინოში მგონია თავი. მაგრამ ეგ ტიპი ეტყობა ნეონაცისტი იყო და მთელი სამყარო სძულს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე სამშობლო დაკარგეს მისმა მშობლებმა.

- და ვინ უშლის რომ სამშობლოში დაბრუნდნენ? - გაიკვირვა ნინიკომ.

- ალბათ მათი წარსული უშლის ხელს.

- თუ ბუენოს-აირესში დაიბადა, ამერიკელი როგორღაა?

 

- ასე მითხრა, სამოციან წლებში მამაჩემი შეერთებულ შტატებში გადაიყვანესო ბიოქიმიურ ინსტიტუტში სამუშაოდ, მგონი ფორტ-დეტრიკში თქვა, და იქ გავიზარდეო. მამაჩემი დიდი მეცნიერია და იმიტომ წაიყვანეს შტატებშიო. თურმე მისი ორივე პაპა დედისა და მამის მხრიდან მეცნიერი ყოფილა, რომლებიც რაღაც ორგანიზაცია ანანერბეში უმუშავიათ. ვინც გერმანიიდან გამოაღწია ომის შემდეგ, არგენტინაში გააგრძელეს მუშაობაო. ხშირად ახსენებდა ამ ანანერბეს. ამბობდა, იმათ რა მიღწევებიც ჰქონდათ, მაგას ახლა ამერიკელები იყენებენო.

 

- მერე, მაგით იცხელებ თავს? წამო, ვჭამოთ! - სიცილით უთხრა თავის სტუმარს.

- არა, იმას ვერ ვიხსენებ, რასაც სასტუმროში მიყვებოდა.

- ვისადილოთ და თუ გინდა, მერე დაგეხმარები, რომ გაიხსენო, - უთხრა და ხელი მოჰკიდა წამოსაყენებლად.

- როგორ?! - გაუკვირდა ტომასს.

- როგორ და, ნახავ!

 

ნინიკო და ტომასი ხალიჩაზე ფეხმორთხმულები და თვალდახუჭულები ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. ნინიკო კითხვებს უსვამდა, ტომასი კი მძიმედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ პასუხობდა. ნინიკომ ტელეპატიური კავშირით ტომასის ქვეცნობიერი გააღვიძა და მისი ტელეპატიური ველიც გაააქტიურა. როცა ტომასი ბარის ნაცნობთან საუბრის დროს ძალიან დათვრა და მისი აქტიური მეხსიერება ვეღარაფერს აღიქვამდა, ამ დროს მისი ქვეცნობიერი ღრუბელივით იწოვდა ინფორმაციას, ამიტომ ედუარდ მაის ნალაპარაკები შესანიშნავად იყო შენახული მის მეხსიერებაში. რამდენიმე კითხვის შემდეგ ქვეცნობიერმა მეხსიერებაში სწორედ ის "ფაილი" მონახა, რასაც ეს დღეები ეძებდა, მაგრამ ვერ ნახულობდა. ტელეპატიური კავშირით ნინიკომ მთლიანად გახსნა მათი საუბარი.

 

ედუარდს ცალი ხელი ტომასის მხარზე ედო, რომელიც დივნის კუთხეში თავჩაქინდრული იჯდა და პრაქტიკულად საუბარზე ვეღარ რეაგირებდა, მხოლოდ პერიოდულად წამოსწევდა თავს, ამღვრეული თვალებით ბარის დარბაზს გახედავდა და ისევ ედუარდის შთაგონებებს უსმენდა, რომელიც გუგუნად ჩაესმოდა და მხოლოდ ზოგიერთ ფრაზას თუ არჩევდა მკაფიოდ. ედუარდი კი მასწავლებლის და მისი უახლოესი მეგობრის ტონით ელაპარაკებოდა.

 

- ჩემო ბიჭუნა, შენ არიული რასის შვილი ხარ, შენს მოვლინებას ამ ქვეყნად სხვა მისია აქვს. ისევე, როგორც ჩემს დაბადებას. იმათ, ვინც 60 წლის წინ გვიღალატა, უკან გადასწიეს ჩვენი ზერასის აღზევება, მაგრამ არა უშავს, ახლა უფრო მეტი მოქნილობითა და შემართებით ვიმოქმედებთ და ეს მაინც მოხდება. უახლოეს წლებში ეს აუცილებლად მოხდება, ამისთვის ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება, ყველაფერი მზად არის. მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი ძალების, მომავლის და ჩვენი ერთობისა.

 

ტომასი უკვე ინერციით უქნევდა თავს. მხარზე ედუარდის ხელი და მისი ლაპარაკი უკვე ტვირთად ექცა, მაგრამ იძულებით მაინც უსმენდა, თითქოს ნაცნობობის მსხვერპლად გრძნობდა თავს. პირველმა შთაბეჭდილებამ, რაც ვენის აეროპორტში დაეუფლა - ასეთი საინტერესო პიროვნება და მოსაუბრე კაცი გავიცანიო - ისეთ ხაფანგში მოაქცია, რომ უკვე თავს ვეღარ აღწევდა. თუმცა, აღარც იმის თავი ჰქონდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია, თავისი ნებით ამდგარიყო და წასულიყო. ისევ პირველი შთაბეჭდილება დომინირებდა მასში და მოჯადოებულივით იჯდა მის გვერდით, მექანიკურად პასუხობდა ან ეთანხმებოდა. ედუარდი კი, აზარტში შესული, მიზანმიმართულად და აგრესიულად აგრძელებდა მსემენელის ტვინის გამორეცხვასა და შთაგონებას. იცოდა, რომ ჭაბუკის აზროვნებაში ახლა იმ აზრებს თესავდა, რომელიც ნაყოფს მოიტანდა. მისთვის მთავარი მასში რასისტული ემოციების გაღვიძება იყო. როგორც თავად თვლიდა, ყველა არიელის გენეტიკაშია ეს განცდა ჩადებული და როგორც კი გააღვიძებ, ეს ჭია თვითონ დაუვლის მთელ გონებას, მის ყველა კუთხე-კუნჭულს და მათ გასაკეთებელს თვითონ გააკეთებს. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება ამ ჭაბუკმა აქეთ დამიწყოს იმის მტკიცება და მოწოდებების ფრქვევა, რასაც ახლა მე ვაკეთებო.

 

- შენ რა გგონია, ტომას, ჩვენ რა ინტერესი გვაქვს აქ? - ჰკითხა და თვითონვე უპასუხა: - იმას, რასაც ტანკებითა და თვითმფრინავებით ვერ მივაღწიეთ, აი, ამით მივაღწევთ, - და თითებით შპრიცის გამოყენების იმიტაცია აჩვენა.

 

- ეგ, ეგ, მაგას როგორ მივაღწევთ? - ძლივს ამოილუღლუღა ტომასმა. ედუარდმა მედიდურად გაიცინა.

 

- ტომას, უკვე იმდენი საშუალება გვაქვს ამისთვის... ეს რომ მაშინ ჩვენს ადოლფს ჰქონოდა, დღეს უკვე გაწმენდილი იქნებოდა ბრბოებისგან ჩვენი ტანჯული დედამიწა. ისინი ხომ მხოლოდ იმიტომ მოევლინნენ ამ დედამიწას, რომ დააბინძურონ. მაგრამ ჩვენთვის პასუხისმგებლობა არავის მოუხსნია. ჩვენი ვალია, შევასრულოთ ის, რაც ჩვენმა მამებმა და პაპებმა ვერ შეძლეს, ვერ მოასწრეს, ერთმანეთს არ დააცადეს. იმიტომ, რომ ბინძურმა ტომებმა მოახერხეს დროებით ჩვენი გათიშვა. მაგრამ, ეს - მხოლოდ დრობით. მამაჩემმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა და მაინც მიაღწია თავისას, როდესაც ვიჩ-ინფექცია გამოიყვანა და ამით მთელი მესამე რაიხის საქმე გააკეთა. შენც ხედავ, რა სისწრაფით გავრცელდა და მოედო მთელ მსოფლიოს შიდსი, - ტომასის მხრიდან ხელი აიღო, გასწორდა და ცოტა უკან გადაიწია, ეს ტომასმაც იგრძნო და თავის აწევა სცადა.

 

- ეს არის ჩვენი პასუხი. შენ რა გგონია, ჩვენ იმიტომ ჩავაწვინეთ მიწაში მილიონობით ჩვენი არიული რასის წმინდა სისხლის ბიჭები, რომ ამ ბინძურ ბრბოებს ეპარპაშათ იმ მიწაზე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის? შეხედე, რა ხდება ევროპაში, ინდუსებმა, ჩინელებმა, არაბებმა, აფრიკელებმა, თურქებმა წალეკეს ჩვენი წმინდა მიწა. ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ, უკვე იღებენ კიდეც!

 

ტომასმაც თავი წამოსწია და ამღვრეული, უგონო თვალებით შეხედა მომიტინგეს. თან თითქოს ესმოდა ეს პათოსი, თან არ ესმოდა, რას ეუბნებოდა, მაგრამ ინსტინქტი კარნახობდა, რომ ჯობდა დათანხმებოდა.

 

თითქმის ცარიელ დარბაზში ორი მაგიდა იყო დაკავებული, სადაც ოთხი უცხოელი იჯდა ღამის პეპლებთან ერთად. ეს პუბლიკა უინტერესო იყო ედუარდისთვის, ამიტომ მთელ აქცენტს გამოჭერილ მსხვერპლზე აკეთებდა.

 

- შენ რა, ხშირად აპირებ აქეთ მოგზაურობას, ჩემო ბიჭუნა?

 

მაშინ, რაც შეიძლება მეტი პრეზერვატივები და ანტისეპტიკური პრეპარატები მოიმარაგე.

 

ტომასმა ისევ ასწია თავი და გააყანყალა უარის ნიშნად.

 

- ჰო, ჰო, ტომას, აქ იმდენი ეპიდემია იქნება, რამდენიც მთელი მათი მოდგმის არსებობის მანძილზე არ ჰქონიათ. ეს სტალინის სამშობლოა. იცი, ვინ იყო სტალინი? - ტომასმა თავჩაქინდრულმა დაუქნია თავი. - აქ მისი გენეტიკური სანათესაოა, ეს მათ შვეს ჩვენი დამღუპველი, რომელმაც ამდენი არიელი შეიწირა. მათ ხელებზეა ჩვენი სისხლი. ჰოდა, ჩვენც კარგად დავასაჩუქრებთ. შენ იცი, რა არის ჰეპატიტი? - ტომასმა უაზროდა გააქნია თავი. - ოოო, ის ნელ-ნელა ჭამს ხალხს, ყოველ მესამე-მეოთხე კაცს ექნება და მუდმივად ჩვენზე იქნებიან დამოკიდებულნი. შენ იცი, რა არის ტუბერკულოზი? - ტომასმა ისევ უაზროდ დააქნია თავი. - ყოველი მესამე-მეოთხე კაცი დაინფიცირდება, ეს ჩვენი ახალი საცდელი პოლიგონია აფრიკის შემდეგ. ეს ჩვენი არიული რასის ყოფილი მიწებია, საიდანაც გონდავისტურმა ბრბოებმა გაგვყარეს და თვითონ დაიკავეს. ანანერბეს მეცნიერებმა ამის ყველა მტკიცებულება მოიპოვეს, ეს მიწა ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. ახლა ჩვენი ჯერია და ჩვენი ვალიც არის, გავწმინდოთ მათგან მთელი კავკასია. შენ აქაურ ქალებს არ მიეკარო! გესმის ჩემი? - უკვე ლამის ყვირილით უთხრა აზარტში შესულმა. ტომასი გასწორდა, თითქოს გამოფხიზლდაო, არ უნდოდა ეჩვენებინა, რომ უკვე თავი აღარაფრის ჰქონდა და არც ესმოდა ამ საუბრის აზრი, მაგრამ მრავალმნიშვნელოვნად, შეთქმულივით დაუქნია თავი.

 

- არ მიეკარო! ხომ გაიგე? რაც ჩვენ ვაქცინაციები დავიწყეთ, ყველა მეორე ქალი და კაცი რაიმე ინფექციით არის დაინფიცირებული. აქ კიდევ იმდენი მოულოდნელი სიურპრიზი ელით, სიზმარშიც რომ ვერ ნახავენ. რუსებმა კარგი საჩუქარი გაგვიკეთეს, როდესაც აქედან წაეთრნენ და გამზადებული ინფრასტრუქტურა დაგვიტოვეს. ამიტომ, კოქტეილებს აქვე დავუმზადებთ, თბილისთან ახლოს ბიოლაბორატორიაში. იმდენი მწერი და ქვეწარმავალი გაჩნდება, იმდენი ეპიდემია იქნება, რომ თვითონ გაიქცევიან ამ ქვეყნიდან. ვინც გადარჩება და დარჩება, ჩვენ მოგვემსახურება.

 

ჩვენი ადოლფის გეგმა ძალაშია და ისე არასოდეს იყო აქტუალური, როგორც დღეს. მხოლოდ ჩვენი სტრატეგია შეიცვალა. - შენ ხომ შემოხვალ ჩვენს ორდენში, ჩემო ბიჭუნა? - ტომასმა თავი ასწია, უაზროდ შეხედა, - შენ ხომ ჩვენთან იქნები?! - დაამატა მეტი სიმტკიცისთვის. ტომასმაც არ დააყოვნა და თავი დაუქნია.

 

- ჩვეეეენ ყველააა ერთად ვიქ... ვიქნებით! - ამოაბოყინა და მხოლოდ შემდეგ მიიდო პირზე ხელი.

 

- მე შენი იმედი მაქვს, ჩემო ბიჭუნა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ერთმანეთს ვემსახუროთ. თუ აქ იქნები, აქ დაგვეხმარები. თუ არ დარჩები, მაშინ ევროპაში გექნება დავალება! - ვისკის ჭიქა აიღო და მიუჭახუნა, თვითონ მოსვა და ტომასსაც აჩვენა, დალიეო. მანაც უსიტყვოდ დალია, ცოტა ხანში ტომასი უცებ გვერდზე გადაწვა და ჩაეძინა.

 

როდესაც ტელეპატიური სეანსი დაამთავრეს, კიდევ დიდხანს ისხდნენ თავჩარგულები ფიქრებში ამ უსიამოვნო საუბრის შედეგებით. არც ასაკით და არც ფსიქოლოგიურად არცერთი არ იყო მზად ამგვარი საუბრის მოსმენისთვის და ამან მათზე ძალიან იმოქმედა. ტომასი უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ასეთი ლაპარაკის თანამოწილე გახდა, ეს სახეზეც ეტყობოდა და საუბარშიც, მაგრამ ნინიკომ დაამშვიდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge