დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ონლაინ გაყიდვების აკრძალვა, ქვეყანის ეკონომიკას ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანს!"- თამუნა დუღაშვილი 02.04.2020 15:40

"ჯორჯიან თაიმსის" ონლაინ გამოცემის რედაქტორი, - თამუნა დუღაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"პატივცემულო საქართველოს მთავრობა ! ონლაინ გაყიდვების აკრძალვა, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არღვევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს, ნიშნავს უამრავი ადამიანის ულუკმა-პუროდ დარჩენას, ეკონომიკის დონისა და სიღარიბის კიდევ უფრო ზრდას, რაც, საბოლოოდ, ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას! როგორც ვიცი, ამ მხრივ მუშავდება კანონი და იმედია, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის აზრსაც გაითვალისწინებთ! 


ასევე, ბუნდოვანია ალკოჰოლური სასმელის გაყიდვების აკრძალვაც, რაც, ათასობით ადამიანის შემოსავალის წყაროა და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ საქმიანობად ითვლება!


იმედს ვიტოვებ, ამ თვალსაზრისით, სწორ რეგულაციებს მიიღებთ და სახლში დარჩენის ფასად, - საბოლოოდ, ჩამოშლილი, ნულოვანი დონის ეკონომიკის პირისპირ არ აღმოვჩნდებით!" - წერს თამუნა დუღაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ