დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ვირუსი, რომელსაც ქართული ეკლესია ნაკურთხი წმინდა წყლით ებრძვის, კავკასიაში გადარჩება და ისევ დაბრუნდება" 02.04.2020 15:54

საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს ეხება აგრეთვე ჩეხურ ჟურნალ «Denik N»-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ვირუსი, რომელსაც ქართული ეკლესია ნაკურთხი წმინდა წყლით ებრძვის, კავკასიაში გადარჩება და ისევ დაბრუნდება“ (ავტორები - პეტრა პროხაზკოვა და ჯიმი დაბრუნდაშვილი).


პუბლიკაცია, შეიძლება ითქვას, წინააღმდეგობრივ შთაბეჭდილებას ტოვებს: ერთი მხრივ, მასში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიპანდემიური ზომები, მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ მთავრობა ყალბ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.


„ხელისუფლებას ეშინია - ვაითუ სინამდვილემ მოსახლეობის არასასურველი რეაქცია გამოიწვიოსო და ამიტომ მონაცემებს აყალბებს. შესაბამისად, ბევრ ქართველს არ სჯერა, რომ ეპიდემია ზიანს მოიტანს. რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, მისი წარმომადგენლები უარს ამბობენ საკარანტინო წესების შესრულებაზე და მრევლს ღვთისმსახურებაზე იწვევენ. ეკლესიას სჯერა, რომ წმინდა ნაკურთხი წყალი კორონავირუსსს გაანადგურებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორები, რბილად თუ ვიტყვით, არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ - მათი მტკიცებით, საქართველოში ჯანდაცვის დონე და ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი უკიდურესად დაბალ დონეზეა. ეს სტატია კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოს უცხოეთში, მეგობრების გარდა, არაკეთილმსურველებიც ჰყავს.


წყარო:

https://denikn.cz/327340/covid-muze-prezit-na-kavkaze-kde-s-nim-cirkev-bojuje-svecenou-vodou-a-pak-se-vratit/?ref=list

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ