დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

ქართული ეკლესია ანტიკლერიკალების პროვოკაციის წინააღმდეგ 02.04.2020 16:03

რუსულ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში ყურადღება ეთმობა ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის ურთიერთობას პანდემიასთან ბრძოლის დროს. „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ქართული ეკლესია ანტიკლერიკალების პროვოკაციის წინააღმდეგ“ (ავტორი - იური როქსი) აღნიშნულია, რომ ეკლესია უკმაყოფილებას ამჟღავნებს პრესაში გამოქვეყნებული მასალების გამო, რომლებიც აშკარა სიცრუეს წარმოადგენს: მაგალითად, თითქოსდა ერთ-ერთი მაღალი დონის რელიგიური მოსამსახურე „კოვიდ-19“-თაა დაავადებული. სამღვდელოების აზრით, კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით, საქართველოში გარკვეული ძალები ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციას ზიანი მიაყენონ, მრევლის რწმენაში გაურკვევლობა შეიტანონ, ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში კი განხეთქილება მოახდინონ.


„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით ეკლესიის, საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოების ნაწილის ურთიერთობაში გარკვეული აზრდთასხვადასხვაობა გაჩნდა. როგორც ჩანს, მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ ქართული ეკლესია მხარს დაუჭერდა პანდემიასთან ბრძოლის ზომებს, თუმცა სინოდის სხდომამ საჭიროდ ჩათვალა გაგრძელებულიყო ყველა საეკლესიო რიტუალის შესრულება. ასეთ ვითარებაში ეკლესიის პატრიარქთან მთავრობის პრემიერი და პარლამენტის სპიკერი მივიდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ეკლესიის საქმიანობას ხელისუფლება ხელს არ შეუშლიდა. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესიამ თბილისის ქუჩები წმინდა წყლით აკურთხა და ამით გარკვეული წვლილი შეიტანა კორონავირუსთან ბრძოლაში.


მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგა და ამჯერადაც მის პოზიციაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. მისის თქმით, 18 აპრილს იერუსალიმში თვითმფრინავის სპეცრეისის შესრულდება, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად.


საქართველოს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ შეიძლება აიხსნას არამხოლოდ გულწრფელი პატივისცემით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტისადმი, არამედ იმიტაც, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებიაუნდა ჩატარდეს. შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ (და არა მარტო მას) ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება, პრობლემები გაუჩნდება“, - აღნიშნულია სტატიაში.


ჩვენს რადიომსმენელებს შევახსენებთ, რომ ეს არის რუსულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის თავალსაზრისი.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-04-01/5_7832_georgia.html


მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ