დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"რუსული ნავთობის საექსპორტო ფასი უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე მასზე გაწეული დანახარჯები" 02.04.2020 16:56

თემურ ბასილია ფიესბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"რუსული ნავთობის საექსპორტო ფასი უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე მასზე გაწეული დანახარჯები; კერძოდ, მისი მოპოვების, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, მათ შორის, საექსპორტო გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე რუსული ნავთობის გასაყიდი ფასი.


მოკლედ, ნავთობსა და გაზზე ფასების ვარდნით და ნავთობის მოპოვების ზრდით საუდის არაბეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიატენოს კონკურენტებს - განსაკუთრებით რუსეთს, ირანს, ვენესუელას. მიზანი - როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება ბაზრების დიდი ნაწილი უკვე საუდის არაბეთს ექნება ათვისებული, ხოლო, კონკურენტებს ამ ბაზრებზე დაბრუნების მინიმალური შესაძლებლობა ექნებათ. საუდის არაბეთს ამის ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობა აქვს ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით.


ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა არა მხოლოდ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს, ასევე აზერბაიჯანსაც მიაყენებს ზიანს. რამდენიმე წლის წინაც იყო ნავთობზე ფასების ბევრად ნაკლები და მოკლევადიანი ვარდნა; კარგად მახსოვს სამთავრობო სალაფავს მიმსხდარი "ექსპერტები" როგორ ცდილობდნენ "აეხსნათ" ლარის კურსის მორიგი ვარდნა ამ ფაქტით. საინტერესოა, ამჯერადაც ეს "ახლებურად მოაზროვნეები" (როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, სინამდვილეში კი, უვიცები) ამ "არგუმენტს" ისევ შემოგვთავაზებენ თუ არა.


რეალურად, ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის: მას გამოუთავისუფლდება ასეულობით მილიონი დოლარი, რომელსაც ნავთობპროდუქტების იმპორტზე ხარჯავდა და შეეძლება ეს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის სტიმულირებას მოახმაროს. იმედია, საქართველო გამოიყენებს ამ შანსს.


სხვათა შორის, აშშ-ში ბენზინზე ფასები განახევრდა, ანუ, მოსახლეობას ნაკლები ფასის გადახდა უწევს საწვავში; საინტერესოა, საქართველოშიც ასეა?"
- წერს 
თემურ ბასილია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ