დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სტუმართმოყვარეობა ტურისტების გარეშე 03.04.2020 12:48

ვირუსის გავრცელებისა და მასთან ბრძოლის თემა დომინირებს რუსულ პრესაშიც:


გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია ჟურნალისტ გიორგი დვალის ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო „კორონას“ წინააღმდეგ“, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები. პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომელთა ქვესათაურებია:

„არმია და პოლიცია უხილავი მტრის წინააღმდეგ“

(მასში საუბარია შინაგანა საქმეტა და ტავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფების მონაწილეობაზე ქვემო ქართლში - მარნეულში და ბოლნისში ვირუსის გავრცელების გამო შემოღებული საკარანტინო წესების დაცვაში),

„ყველაზე ვირუსგამძლე ეკლესია“

(სტატიის ამ ნაწილში მიმოხილულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვირუსთან ბრძოლის მიმართ),

„კიევიდან - სიყვარულით“

(ირონიულად არის გადმოცემული უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტის „რჩევა-დარიგებები“ საქართველოს ხელისუფლებისადმი),

„ბრძოლა ამერიკელი სენატორის მემკვიდრეობასთან“

(ავტორი ეხება რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიის საქმიანობას, მისი შექმნის ისტორიას, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინტრიგებს - ექს-პრეზიდენტის განცხადებებს... აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში ლაბორატორიისადმი ბევრი კითხვები ისმოდა, დღეს საზოგადოება მის საქმიანობას დადებითად აფასებს),

„სტუმართმოყვარეობა ტურისტების გარეშე“

(საუბარია ქვეყანაში ტურისთტთა ნაკადის სრულ შეწყვეტაზე, რაც საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს)

და ბოლოს, „აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თბილისის დახმარება არ უნდათ“ (მიმოხილულია საქართველოს სეპარატისტულ-ოკუპირებული რეგიონებში შექმნილი ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით და სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების უარი თბილისის მიერ შეთავაზებული დახმარებისადმი).

წყარო:

https://www.kommersant.ru/doc/4310766

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ