დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქალაქი-მოჩვენება, რომელმაც ომი გადაიტანა, მაგრამ მშვიდობას ვერ გაუძლო 03.04.2020 13:01

აფხაზეთის შესახებ სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე რუსულ პოპულარულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-შიც («Московский комсомолец»)  სათაურით „ქალაქი-მოჩვენება, რომელმაც ომი გადაიტანა, მაგრამ მშვიდობას ვერ გაუძლო // ტყვარჩელი, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ რუსი სპეციალისტები, სტალინური ამპირის ნანგრევებში თავის ბოლო დღეებს ითვლის“ (ავტორი - მარინა პერევოზკინა). პუბლიკაციაში რუსი ჟურნალისტის მიერ, რომელიც თვითონ იმყოფებოდა ტყვარჩელში, გადმოცემულია მეშახტეთა ქალაქის წარსული და თანამედროვე მდგომარეობა...


„საბჭოთა პერიოდში ტყვარჩელის განვითარებას დიდი ყურადღება ექცეოდა. ქალაქი 1942 წელს დაარსდა, გერმანიასტან ომის დროს: ფაშისტების მიერ დონბასის დაკავების შემდეგ ტყვარჩელი ქვანახშირის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა... აქაურ მოსახლეობას არაფერი აკლდა, საბინაო მშენებლობა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა... ახლაც, უკაცრიელ ქუჩებში რომ დადიხარ, ამჩნევს სტალინის დროინდელ შენობებს, რომლებიც უპატრონობით ინგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენიათ ყოფილი პომპეზურობა... ტყვარჩელმა მედგრად გადაიტანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, გაუძლო ომს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს თავისი სიცოცხლის უკანასნკნელ დღეებს ითვლის, ქალაქი სრულიად მიტოვებულია“, - ნათქვამია სტატიაში.


წყარო: https://www.mk.ru/social/2020/04/02/gorodprizrak-v-abkhazii-perezhil-voynu-no-ne-vyderzhal-mir.html

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ