დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ავიამზიდ "თეოდორ რუზველტის" კაპიტანი თანამდებობიდან მოხსნეს - აბა, რა ეგონა, მსოფლიოს გასაგონად რომ ყვიროდა, მიშველეთო" 03.04.2020 16:00

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ავიამზიდ "თეოდორ რუზველტის" კაპიტანი თანამდებობიდან მოხსნეს. აბა, რა ეგონა, მსოფლიოს გასაგონად რომ ყვიროდა, მიშველეთო...

-------------------
აშშ-ის ატომური ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის" კაპიტანი ბრეტ კროზერი, რომელმაც ხომალდზე კორონავირუსის გაჩენის გამო დახმარება ითხოვა, თანამდებობიდან მოხსნეს.
როგორც სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრმა თომას მოდლიმ განაცხადა, არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ ყოფილა, კაპიტანმა კი საქვეყნოდ დაიწყო ყვირილი, გვიშველეთო. მოკლედ, მშიშარა კაპიტნები არ გვჭირდებაო.


არადა, ის კაპიტანი ქუჩიდან მიყვანილი ხომ არ იყო, ამხელა ორატომურრეაქტორიანი ავიამზიდის უფროსი... იგი ისე არაფერს იტყოდა, რომ არ კარგად სცოდნოდა და არ გაეცნობიერებინა სიტუაცია...

ცოდვაა კაცი...

სამაგიეროდ, ავიამზიდ "რონალდ რეიგანის" კაპიტანი, რომელზეც ასევე კორონავირუსია გავრცელებული, აწი ჩუმად იქნება,"- წერს ის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ