დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჩვენი ამოცანაა, მოსალოდნელი სასურსათო და ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადავიტანოთ" 03.04.2020 16:18

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:
"დაიწყო გლობალური მედიაპროექტის მეორე ფაზა!

"მეინსტრიმულ" გამოცემებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაჩნდა სასურსათო კრიზისის ხშირი ხსენება. წერენ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდა სასურსათო ნედლეულის ექსპორტი ქვეყნიდან. ასევე წერენ, რომ ყანებსა და პლანტაციებში საკმარისი მუშახელი არ გადის, პორტებში მუშების ნაკლებობაა და ა.შ. მედიაპროექტის მეორე ფაზა გლობალური მასშტაბით სასურსათო კრიზისის ხელოვნურად შექმნას ისახავს მიზნად. სასურსათო ბაზარზე დაახლოებით ისეთივე პანიკის გამოწვევას ცდილობენ, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში გააკეთეს.


ცინიკური კი ის არის, რომ ამ მედიაპროექტის ფაზებს ბიბლიურ სიუჟეტებზე აგებენ, იყენებენ რა იოანეს გამოცხადების ანუ აპოკალიფსის 4 მხედრის სიუჟეტურ ხაზს, რათა მასებისთვის პროცესებს მეტი მისტიკა, ძალა და დამაჯერებლობა შესძინონ.


აპოკალიფსის 4 მხედრიდან მეორე ომის მხედარია. კორონავირუსთან ბრძოლას ხომ "უხილავ მტერთან ომი" უწოდეს. რეალური დიდი ცხელი ომი ბირთვულ სამყაროში სცენარის ავტორებისთვისაც სახიფათოა: პროცესები კონტროლს აღარ დაექვემდებარება. მესამე მხედარი "შიმშილის მხედრად" მიიჩნევა და ხელოვნურად გამოწვეულ სასურსათო კრიზისს მშვენივრად მიესადაგება. მეოთხე მხედრის შიშით კი ხალხები და მთავრობები მსოფლიოს მოწყობის ახალ, გლობალურ მოდელზე უნდა დაითანხმონ. ფრაზა: "სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო" აზროვნების ალგორითმში მკაფიოდ ჩაგვიბეჭდეს.

რა გავაკეთოთ?!
გლობალური ელიტების დაპირისპირებაში არ უნდა ჩავერიოთ - ეს ცალსახაა. გლობალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის რესურსი არც გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, მოსალოდნელი სასურსათო და ეკონომიკური კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადავიტანოთ. ყველა ინტელექტუალი, მოაზროვნე ჩვენს ქვეყანაში ერთხმად საუბრობს სასურსათო უსაფრთხოების ადგილობირივი რესურსებით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ პოზიტიური სიგნალები მთავრობამაც გააჟღერა, მაგრამ ვერ მოვისმინეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით რა გეგმა არსებობს.


არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. მცირემიწიან ქვეყანაში სათბურებს ალტერნატივა არ აქვს, რადგან 1 ჰექტარი სათბური 10-12 ჰექტარი მიწის ტოლფას მოსავალს იძლევა. მინიმუმ 800,000 ჰექტარი უნდა დამუშავდეს და დაითესოს აპრილ-მაისში, ნაცვლად 2019 წელს დამუშავებული 207 ჰექტრისა. მიჩნეულია, რომ წელიწადში ერთი ადამიანის გამოსაკვებად 0.6 ჰექტარი ნათესია საჭირო.

მიწათმოქმედება რენტაბელური რომ გახდეს, აუცილებელია ის მიებას კვების მრეწველობას ანუ შეიქმნას მიღებული მოსავლის გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ის გზაა, რომელიც ქვეყანაში "მშიერთა ბუნტს" აგვაცილებს. რაც არ უნდა გვირჩიონ გარედან, მიწის დამუშავებას, სათბურების მასიურ დადგმას და კვების მრეწველობის ამუშავებას ალტერნატივა არ აქვს. წელს ყველა რესურსი აქეთკენ უნდა წარიმართოს. შესაქმენლია სასურსათო უსაფრთხოების შტაბი პრემიერის მეთაურობით, რომელიც საგაზაფხულო-სასოფლო სამუშაოებს დაგეგმავს.

ყველამ, ვისაც მიწის ნაკვეთი გაგაჩნიათ, დაამუშავეთ, დათესეთ, მიიღეთ მოსავალი!

თუ სახელმწიფო დიზელზე აქციზის გადასახადს და სახელმწიფო მოსაკრებელს მოხსნის და სასუქებს დღგ-სგან სამი თვის პერიოდით მაინც გაანთავისუფლებს, ეს გლეხებისთვის და აგრარული მეურნეობებისთვის სერიოზული სტიმული იქნება. სექტემბრამდე კი რამდენიმე ათეული კვების მრეწველობის ხაზი უნდა შემოვიდეს და გაიმართოს, რათა მოსავალი გადამუშავდეს. საწარმოო ხაზების იმპორტი ცხადია, უნდა გათავისუფლდეს დღგ-სგან. კიდევ ბევრი ღონისძიებით შეიძლება ჩვენი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის აგუგუნება,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ