დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დახმარება პოლიტიკური სარჩულით? - რა ხდება დიპლომატიის კულისებში 04.04.2020 11:55

პოლიტიკური მიმომხილვევლი სიმონ კილაზ სოციალურ ქსელში წერს:

"ამერიკის ხმის" უკრაინელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომლის თანახმად, სამედიცინო დანიშნულების ტვირთის ფასი, რომელიც რუსულმა თვითმფრინავმა "ანტ-124"-მა ნიუ-იორკში ჩაიტანა, მთლიანად ამერიკულმა მხარემ გადაიხადა და არა მხოლოდ ნახევარი, როგორც ამას მოსკოვი აცხადებს.


უკრაინელი ჟურნალისტები ეყრდნობიან "როიტერის" ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, არ ასახელებს ამ ინფორმაციის წყაროს, ანონიმურობის დაცვის მოტივით.


აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მაიკლ კარპენტერი, რომელიც დღეს პენსილვანიის უნივერსიტეტის ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორია, ასკვნის, რომ რუსეთის მიერ აშშ-სათვის გაწეულ დახმარებას პოლიტიკური სარჩული უდევს. "დღემდე მიკვირს, როგორ იოლად მოტყუვდა დონალდ ტრამპი, როცა ვლადიმერ პუტინის წინადადებას დათანხმდა".


სავარაუდოდ, მაიკლ კარპენტერი, როგორც ჩანს, მხარს უჭერს პრეზიდენტობის კანდიდატს, დემოკრატ ჯო ბაიდენს, და ბუნებრივია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მოქმედება არ მოსწონს. 

რას გაუგებ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებიც გადადგომის შემდეგ ექსპერტები ხდებიან.


საერთოდ კი, რასაკვირველია, არაა გამორიცხული, რომ როცა ერთი სახელმწიფო მეორეს ეხმარება, მას სამომავლოდ რაღაც-რაღაცეების გათვლილი აქვს - ე.წ. "პოლიტიკური სარჩულით" (პრინციპით - "მე შენ, შენ - მე"). შეიძლება ეს "ამორალურად" მივიჩნიოთ, მაგრამ ასეთი ფაქტები პოლიტიკაში ხშირად ხდება. სხვადასხვა ქვეყნები ამას სხვადასხვანაირად აკეთებენ - ზოგჯერ საჯაროდ ახორციელებენ, ზოგჯერ - ჩუმად და არ აფიშირებენ. გააჩნია, რა შემთხვევაში,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ