გახსოვთ კარინ კაინსლი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ქორწილზე, 2018 წლის ოქტომბერში, ვლადიმერ პუტინი იყო მიწვეული, პატარძალს თაიგული მიართვა და იცეკვა კიდეც? ამ ფაქტის ამსახველმა ფოტოებმა მსოფლიო შემოიარეს, მაგრამ მაშინ ვერავინ განჭვრიტა, რა ბედი ეწეოდა პატარძალს...
მოკლედ, რამდენიმე თვის შემდეგ კარინ კაინსლი, რუსეთთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა და ლექტორობას მიჰყო ხელი, მაგრამ ქმართან ვოლფგანგ მეილინგერთან ურთიერთობა ვერ ააწყო - როგორც ავსტრიის მასმედია იუწყება, ამ დღეებში თურმე ქმრის მიერ ნაცემმა კარინმა პოლიციას მიმართა და მეუღლეს უჩივლა...