დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვს N45 შეემატა - საკმაოდ რთულია გაიაზრო და მშვიდად მიიღო ის რეალობა, რომ შენი შვილი დაინფიცირებულია იმ ვირუსით, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო“ 05.04.2020 20:51

ფესიბუკმომხმარებელი ანი გრემელაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვს N 45 პაციენტიც შეემატა! ვინც იცით და ვინც არ იცოდით, ეს N 45 პაციენტი არის ჩემი შვილი Luka Kobelia. ეხლა ვარ ძალიან აღელვებული და თან ძალიან ბედნიერი, თუმცა მანამდე იყო საკმაოდ რთული 3 კვირა, დაწყებული ლუკას ესპანეთიდან მგზავრობით, გაგრძელებული თვითიზოლაციით და შემდეგ ვირუსის დადასტურებით და 17 დღიანი პერიოდით ინფექციურ საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ლუკას შემთხვევაში ამ ვირუსმა ძალიან მსუბუქად ჩაიარა და არანაირი სიმპტომი არ ქონია, გარდა დაბალი ტემპერატურისა მხოლოდ რამოდენიმე დღე, ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა მისთვის. საკმაოდ რთულია მორალურად და ფსიქოლოგიუ რად ამდენი დღე იყო მარტო პალატაში,ფაქტიურად გაუნძრევლად. ასევე რთული აღმოჩნდა ეს პერიოდი ჩემთვისაც. პირველ რიგში, მიუხედავად მოლოდინისა გამომდინარე მისი მოგზაურობის ისტორიიდან, თავზარდამცემი აღმოჩნდა ინფორმაცია რომ ვირუსი დაუდასტურდა. საკმაოდ რთულია გაიაზრო და გაითავისო და მითუმეტეს მშვიდად მიიღო ის რეალობა, რომ შენი შვილი დაინფიცირებულია იმ ვირუსით, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო, შეეხო თითქმის ყველა ქვეყანას, შეიწირა ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ესე გვაშინებს და ვუფრთხით ყველა. ძალიან რთულია იმასთან შეგუება, რომ შენი შვილია დაინფიცირებული სწორედ ამ ვირუსით!! საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი უკან მოვიტოვეთ! ვისურვებდი ყველა დაინფიცირებულისთვის ისევე გართულებების გარეშე ჩაევლოს ამ ვირუსს როგორც ეს ლუკას შემთხვევაში იყო! რაც შეიძლება მალე დაემარცხებინოს ჩვენს ქვეყანასაც და მთელ დანარჩენ მსოფლიოს ეს “უხილავი მტერი” და დავბრუნებოდით ჩვეულ ცხოვრების რიტმს!!

 

P.S. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და ახლობელს ვინც ამ ხნის მანძილზე ყურადღებას და თანადგომას იჩენდით, მამხნევებდით და მამშვიდებდით!!! უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს!!! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!!! გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში!!!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ