დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა შეიძლება ისწავლოს ბრიტანეთმა პატარა ქვეყნებისგან, რათა თავიდან აირიდოს სრული კარანტინი 06.04.2020 11:37

საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნებულია კიდევ ერთ ბრიტანულ გაზეთში - «The Daily Telegraph»-ში სათაურით „რა შეიძლება ისწავლოს ბრიტანეთმა პატარა ქვეყნებისგან, რათა თავიდან  აირიდოს სრული კარანტინი“, რომლის ავტორია კამილა ტომინი, მთავარი რედაქტორის მოადგილე.


„საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.


დაავადების გამკლავების შესაძლებლობის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე საქართველოს ხელსაყრელი არ იყო, თუმცა მოგვიანებით საპირისპირო შედეგი აჩვენა. ჯანდაცვის უსაფრთხოების გლობალური ინდექსი, რომელიც ზომავს ქვეყნის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს დაავადებებს, კორონავირუსული დაავადების დაწყებამდე საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იყო. გასულ წელს კავკასიის ქვეყანა მზადყოფნის დონით 42-ე ადგილს იკავებდა. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის მაღალ რეიტინგთან შედარებით, მცირე სახით ჩანდა. რამდენადაც, გასულ კვირას „კოვიდ 19“-მა ინფიცირების მილიონიანი ნიშნული გადალახა, საქართველო გამოირჩევა ევროპელ ხალხებს შორის, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას მოულოდნელად კარგად გაუმკლავდა“, -აღნიშნულია სტატიაში.


„ტელეგრაფი“ ასევე წერს, რომ 4 აპრილამდე საქართველოს „კოვიდ 19“-ით მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა გარდაცვლილი, ინფიცირების შემთხვევათაგან კი ყველა იმპორტირებული ან იმპორტირებულებთან პირდაპირ კავშირში მყოფია.


წყარო:

https://www.telegraph.co.uk/news/2020/04/04/can-uk-learn-smaller-countries-avoid-total-lockdown/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ