დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ქართველები არ ნებდებიან: კორონავირუსული სიტუაცია საქართველოში 06.04.2020 11:47

რუსულ გაზეთ „არგუმენტი ნედელი“-ში («Аргументы недели») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველები არ ნებდებიან: კორონავირუსული სიტუაცია საქართველოში“ (ავტორი - ალექსანდრე კროხმალი), რომელშიც მიმოხილულია ვითარება ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.


პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:


„დღემდე უცნობი ინფექცია, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვირუსითაა გამოწვეული, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. დაავადებულები უძველესი ქვეყნის ტერიტორიაზეც გამოვლინდა. მაგრამ სიტუაცია ინფიცირებულებთან მიმართებით აქ საკმაოდ იოლია - უფრო მეტიც, არის იმის შანსი, რომ კავკასიურმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ვირუსის გავრცელების უარესი შედეგები: აბა, ტყუილად ხომ არ არის მიჩნეული საქართველო მთელ ევრაზიაში ერთ-ერთ სუფთა ქვეყნად, ჰაერისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ადგილობრივი მოსახლეობა დღეგრძელობით გამოირჩევა - აი, რას ნიშნავს ნამდვილი მთიელების - ხევსურების, თუშების, სვანების და სხვა ხალხების ძალა და ძლიერება. საქართველოში ასევე საკმაოდ მაღალია ჯანდაცვის სისტემის დონეც. ანტისანიტარიას ვერ ნახავთ - თვით ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი, მსხვილ ქალაქებზე რომ არაფერი ვთქვათ.


ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე, 5 აპრილის მდგომარეობით, მხოლოდ 170 დაავადებულია გამოვლენილი, მათგან 36 უკვე გამოჯანმრთელებულია და მხოლოდ 2 - გარდაცვლილი. ბევრი ავადმყოფისთვის დაავადება იოლი ფორმებით მიმდინარეობს და დისკომფორტს თითქმის არ გრძნობენ. ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ღრმად მოხუცებული ქალი გარდაიცვალა, რომლებსაც ბევრი სხვა მძიმე სახის სნეულებაც აწუხებდათ.


პანიკის მომენტები, რასაკვირველია, საქართველოშიც შეიმჩნეოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორც, ვთქვათ, უკრაინაში, საბერძნეთში და ევროპის რიგ სახელმწიფოებში.


უძველეს კავკასიურ ქვეყანაში ბევრი დარწმუნებულია, რომ ინფექციას დიდი დანაკარგების გარეშე გადაიტანენ. ნათქვამია, ოპტიმიზმი წარმატების საწინდარიაო... და სრული გამარჯვებისაც. ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას დრო გვაჩვენებს“.


წყარო: https://argumenti.ru/world/2020/04/658808

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ