დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბრისტოლთან დაძმობილებული მსოფლიოს შვიდი ქალაქი 06.04.2020 11:57

 

ბრიტანულ ყოველდღიურ გაზეთ «The Bristol Post»-ში, რომელიც ქალაქ ბრისტოლში გამოდის, 5 აპრილს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ბრისტოლთან დაძმობილებული მსოფლიოს შვიდი ქალაქი“, რომელშიც  დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-ისტორიული მხარის - ინგლისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ-საგრაფოსთან - ბრისტოლთან დაძმობილებულ ქალაქების შესახებ არის საუბარი.


სტატიაში გადმოცემულია ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ და რა ვითარებაში დაუძმობილდა ბრიტოლი სხვადასხვა ქალაქებს - ბორდოს (საფრანგეთი), ჰანოვერს (გერმანია), პორტოს (პორტუგალია), პუერტო-მორასანს (ნიკარაგუა), ბეირას (მოზამბიკი), გუანჯოუს (ჩინეთი) და თბილისს (საქართველო). პუბლიკაციაში ასევე ასახულია თითოეულ ჩამოთვლილ ქალაქთან ურთიერთობის განვითარების ისტორია.


„ბრისტოლი საქართველოს დედაქალაქ თბილისს 1988 წელს დაუძმობილდა, ანუ მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა. როგორც ისტორია გვატყობინებს, ბრიტოლისა და თბილისის დაძმობილება საკმაოდ საინტერესო ვითარებაში მოხდა: ქართველები დამეგობრებული ქალაქების საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ, შესვენებისას ბარში შევიდნენ და იქ ბრიტოლელები გაიცნეს. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქართულ და ინგლისურ უძველეს ქალაქებს შორის მეგობრული კონტაქტები დაწყებულიყო. ამჟამად ორ ქალაქს შორის ურთიერთობის ორგანოს წარმოადგენს ბრიыტოლ-თბილისის ასოციაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასოციაცია ხელს უწყობს ინგლისური და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაახლოებას ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში, ასევე აღრმავებს კონტაქტებს კულტურისა და სპორტის დარგში.


აი, რამდენიმე ფაქტი:


ბრიტოლში წარმატებით გამოვიდა ქართველ მომღერალთა გუნდი „ბორჟღალი, ხოლო თბილისში, ჯაზის საერთაშორისო ფესტივალზე - ბრისტოლელი ჯაზის მომღერალტა ტრიო მუსიკოს ედი შეპარდის ხელმძღვანელობით; ბრისტოლმა უმასპინძლა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, სპორტის ამ სახეობის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. გაიმართა მთელი რიგი კულტურული ღონისძიებებიც; მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბრიტოლ-თბილისის ასოციაცია გეგმავს ახალი  ქართული ღვინოების დეგუსტაციის ჩატარებას. შეგროვებული თანხა თბილისის იმ სკოლას მოხმარდება, რომელშიც სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


წყარო: https://www.bristolpost.co.uk/news/bristol-news/seven-cities-bristol-twinned-across-4009050

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ