დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"რაც უფრო გაუფასურდება ჩვენი ვალუტა, ბენზინიც უფრო მეტი ეღირება..." 06.04.2020 15:17

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"როგორც წავიკითხე, მსოფლიოში ნავთობის ფასის არნახული დაცემის ფონზე, საქართველოში მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ბენზინზე და სხვა ავტოსაწვავზე ფასები არ გაიზარდოს. 

ერთი შეხედვით, თითქოსდა პარადოქსია, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს - ლარის კურსიც მკვეთრად ეცემა და, აქედან გამომდინარე, რაც უფრო გაუფასურდება ჩვენი ვალუტა, ბენზინიც უფრო მეტი ეღირება...

ასე რომ, თუ სამომავლოდ ამჟამინდელი ფასები შენარჩუნდება (ლარის გაუფასურების ფონზე), ასეთი სიტუაცია, ალბათ, მისაღებია. ცხადია, უფრო უკეთესია ფასების დაკლება, მაგრამ ამის ალბათობა მცირეა."- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ