დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ცხოვრება იზოლაციაში: როგორ გამოიწვია კორონავირუსმა ქსენოფობიის გაჩენა საქართველოში 07.04.2020 12:26

ბრიტანულმა ტელე-რადიოსამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC Russian») გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ცხოვრება იზოლაციაში: როგორ გამოიწვია კორონავირუსმა ქსენოფობიის გაჩენა საქართველოში“ (ავტორი - ნინა ახმეტელი, «BBC Russian»--ის კორესპონდენტი თბილისში). პუბლიკაციაში გატარებულია აზრი, რომ ქართველები მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მიმართ, კორონავირუსის გავრცელების გამო, სიძულვილის გრძნობას ამჟღავნებენ.

 

„კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქსენოფობიისა და რასიზმის ფაქტები გამოიწვია. საქართველო დღემდე ახერხებს ვირუსის გავრცელების შეცერებას, მაგრამ ქსენოფობიის ტალღამ გვერდი არც მას არ აუარა. ამჯერად სოციალურ ქსელებში დევნა არა აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულებს, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს - ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დაუწყეს“, - წერს სტატიის ავტორი და ამის დასადასტურებლად ციტირებს აზერბაიჯანელების ჩანაწერებს ფეიბუკ-გვერდებზე.

 

ფეისბუქ-კომენტარებში ზოგიერთი ქართველი იმასაც კი მოითხოვს, რომ ჩამორჩენილი აზერბაიჯანელები საქართველოდან გააძევონ, - ხაზს უსვამს ავტორი.

 

რატომ მოხდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება? რამდენად სწორად აკრიტიკებენ აზერბაიჯანელებს, რომ მათ არ დაიცვეს კპორონავირუსის პროფილაქტიკისათვის შემოღებული წესები? ამ და სხვა საკითხების შესახებ არის მსჯელობა სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საფრთხის მიმართ ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანელების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულების გამოვლენას იმანაც ხელი შეუწყო, რომ მათ არ იციან საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული ენა, ხელისუფლებამ კი ამ ფაქტორს ყურადღება მოგვიანებით მიაქცია.

 

პუბლიკაციაში საუბრობენ კამრან მამედოვი - არასამთავრობო ორგანიზაციის „სალამ“-ის ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მკვლევარი; რეშან ზიადალიევი - მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი; ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; კამილა მამედოვა - რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი.

 

კამრან მამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქის თანასწორობაა დეკლარირებული, რეალურად ხშირად ხდება ქსენოფობიის ტალღის წარმოქმნა აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ: „დეკლარირებული თანასწორობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვგრძნობდით, რომ თუ ეთნიკური აზერბაიჯანელი ხარ და შესაბამისად, არამართლმადიდებელი, შენ საქართველოს არასრულფასოვან მოქალაქედ ითვლები. ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის იყო, თითქმის ყოველდღიურად“, - აცხადებს კამრან მამედოვი.

 

სტატიის ავტორი იმავდროულად წერს, რომ საბედნიეროდ, საქართველოში უფრო მეტი ფიქრობს, რომ „სიყვარული სიძულვილს ამარცხებს“ და ანტიაზერბაიჯანულ გამონათქვამებს მასობრივი ხასიათი არ აქვს. როგორც სტუდენტი გიულგან მამედხანოვა ამბობს, როცა ფეისბუკში მსგავსი არასასიამოვნო მოწოდებები წაიკითხა, იგი ფიქრობდა, რომ ქართველების მიმართ რწმენას კარგავდა, შემდეგ კი ისევ იმედი გაუჩნდა - გამოქვეყნდა სოლიდარობის პოზიტიური წერილები, მხარდამჭერი განცხადებები... მივხვდი, რომ ე.წ. „ტროლები“ უფრო ცოტანი არიან, ვიდრე კეთილგანწყობილი ადამიანები. ასეთები ქარტველებშიც არიან და აზერბაიჯანელებშიც“.

 

პუბლიკაცია ოპტიმისტურად მთავრდება: კამრან მამედოვის თქმით, მართალია, ქსენოფობიური გამონათქვამები გარკვეულ ჭრილობას დატოვებს აზერბაიჯანელებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვსურს, რომ საქართველო წარმატებით განვითარდეს. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ პრობლემა ერთობლივად გადავჭრათ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:https://www.bbc.com/russian/features-52187008?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Byandex%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ