დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რატომ უნდა ვუყიდოთ კერძო კომპანიას მიკროავტობუსები? 07.04.2020 13:14

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:


"ახალი მიკროავტობუსები აუცილებელია. ძველების ტექნიკური მდგომარეობა, კონდიციონირება და მომსახურება უკვე აღარ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს.


ოღონდ, უმჯობესი იქნება, მიკროავტობუსები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცეს, რაც მერიას მისცემს საშუალებას მთლიანად დამოუკიდებელი იყოს სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებაში:


-ფასები და სოციალური პოლიტიკა;

-მარშრუტების დაგეგმვა და სხვა.

ყველა სახის ტრანსპორტი, გარდა ტაქსებისა, თბილისის მერიის საკუთრებაში უნდა იყოს.


რატომ უნდა ვუყიდოთ კერძო კომპანიას მიკროავტობუსები?

მძღოლები, რომლებიც კაბალური პირობებით მუშაობენ, გადავლენ სატრანსპორტო კომპანიაში, ისევე როგორც ავტობუსების მძღოლები.

კერძო კომპანიებს დარჩება საქალაქთაშორისო გადაზიდვები.


კრიტიკა, რომ ეს 29 მლნ სხვა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, გაუგებარია. თითქოს ამ კორონავირუსით სამყარო სრულდება. მაქსიმუმ ერთ თვეში დასეულდება თვითიზოლაცია,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ