დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"დროა მორჩეს ეს ლიბერალური სიყალბე და სოროსულ-კომსომოლური აქტივობები" -სოსო მანჯავიძე 07.04.2020 13:58

სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"აბსურდების ნიაღვარში,რომელიც გლობალურ ისტერიას მოჰყვა, მაინც რამოდენიმეს გამოვარჩევდი.


ნიუ-იორკის ზოოპარკში თურმე ექვსი ვეფხვი კორონავირუსით დაავადებულა. ოპერატორი დიდხანს აჩვენებდა მალაიზიურ  ვეფხვ ნადიას ახლოდან, ამასთან ეკრანზე ეწერა, რომ ვეფხვს აღენიშნება მშრალი ხველა.


ნადიამ არ დაახველა, სამაგიეროდ დაამთქნარა და  საზარელი ეშვები გამოაჩინა, სავარაუდოდ აბეზარი ოპერატორის შესაშინებლად.


რა ექნა, არ იცოდა, რომ კორონა ჭირს, 

ამასობაში, გამობრძანდა ქალბატონი წილოსანი და განაცხადა,რომ პარლამენტის გენდერული საბჭო  "ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს. .კვლევის მიზანია შევაფასოთ, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე.."


მე ფეიკი მეგონა, თურმე მართალია.

როგორც ყოველთვის აქტიურობს  სახალხო დამცველი.


ის ის იყო, თბილისის ანბანოებში  მექისეების მიერ სექსუალურად შევიწროებული ქალების დაცვას მორჩა, რომ ახალ და მეტად  საჭირო  საქმეს მოჰკიდა ხელი.

კერძოდ, ახლა ის საკარანტინო ზონების მონიტორინგის იდეით არის ანთებული..


ახლა ხუმრონის გარეშე.

ამხელა აპარატით და დაფინანსებით  რამდენ ადამიანს შეიძლება გაეწიოს აუცილებელი დახმარება.

დროა მორჩეს ეს ლიბერალური სიყალბე და სოროსულ-კომსომოლური აქტივობები.


დამთავრდა ეს ამბავი, როგორც კომუნისტური ეპოქა დამთავრდა თავის დროზე,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ