დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კენედების საგვარეულო წყევლა: რობერტ კენედის კიდევ ერთი შვილიშვილი დაიღუპა 07.04.2020 22:22

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმის, რობერტ კენედის შვილიშვილის ცხედარი ჩესეპეიკის ყურეში იპოვეს. რამდენიმე დღის წინ, 40 წლის მეივ კენედი, შვილთან ერთად, დაკარგული ბურთის მოსაძებნად წყალში სპორტული ნავით შეცურდა, ინფორმაციას ტელეკომპანია CBS Baltimore ავრცელებს.ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი 8 წლის გედეონის ცხედარი.  ამ ტრაგედიამ კვლავ აალაპარაკა მსოფლიო პრესა კენედების საგვარეულო წყევლაზე – ცნობისათვის,  შარშან მეივ კენედის ბიძაშვილი, 22 წლის სირიშა კენედი ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღებით გარდაიცვალა.მეივ კენედის ცხედარი 8 მ. სიღრმეში იპოვეს, სახლიდან 4 კმ.-ში. დაღუპულის მეუღლის განცხადებით, ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მეივის დედის სახლში. ხუთშაბათს, სადილის შემდეგ  მშობლები შვილებთან ერთად ქუჩაში ბურთს თამაშობდნენ, როცა მოულოდნელად ბურთი წყალში ჩავარდა. მეივი, შვილთან ერთად, ნავით ბურთის მოსატანად გაცურდა, თუმცა დინებამ და ქარმა ნავი ყურეს მხარეს გაიტაცა.

 

სანაპიროს დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, მაშველებმა ვერტმფრენებიდან შენიშნეს თუ როგორ ცდილობდა მეივ კენედი, შვილთან ერთად ნაპირთან დაბრუნებას, თუმცა ხუთშაბათს საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. შაბათს, 4 აპრილს, 26-საათიანი ძიების შემდეგ, პოლიციამ მეივ კენედი და მისი შვილი დაღუპულებად გამოაცხადა. ბოლო 80 წლის განმავლობაში, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ოჯახიდან, უცნაურ ვითარებაში, 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

წყარო:news.ge

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ