დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ევროპის ბანკი საქართველოს ეხმარება: მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეკონომიკის გადასარჩენად არასაკმარისია 08.04.2020 12:25

 

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის ბანკი საქართველოს ეხმარება: მთავრობის მიერ მიღებული ზომები  ეკონომიკის გადასარჩენად არასაკმარისია“, რომელშიც მიმოხილულია ვირუსის გავრცელების გამო დასუსტებული ეკონომიკის გადარჩენისაკენ მიმართული ძალისხმევა. კერძოდ, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რეკონსტრუქციისა და განვიტარების ევროპულმა ბანკმა საქართველოს „ე.წ. „სოლიდარობის პაკეტის“ ჩარჩოებში საგანგებო დახმარება გამოუყო - ერთი მილიარდი დოლარი. ბანკის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ფული პანდემიასთან ბრძოლად და მის მიერ გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.


„საქართველოს მთავრობამ, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, მოამზადა გეგმა ქვეყნის ეკონომიკის გადასარცენად. ძირითადი აქცენტი ტურიზმის საშველად გაკეთდა, რადგან სწორედ ამ დარგმა განიცადა მკვეთრი დარტყმა. მტავრობამ ასევე ზომები მიიღო მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, იმავდროულად კი განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარების იმედიც აქვს, - წერს გაზეთი.


„მართლაცდა, ევროპის ბანკის განცხადებით საქართველოს იმედი დადასტურდა.  ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის კომენტარით, ქვეყანა შეძლებს მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ვირუსით გამოწვეული კრიზისიდან.


ზოგადად, საქართველოში სიტუაცია კვლავ რთული რჩება - ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შემაკავებელი ზომების მიუხედავად, ეროვნული ვალუტა განუხრელად უფასურდება. ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად საწარმო-დაწესებულებების მასშტაბური მუშაობა შეჩერებულია, აფთიაქების და სურსათის მარაზიების გარდა. ქვემო ქართლის მხარეში კვლავ კარანტინი მოქმედებს... „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია, სამი გარდაიცვალა... თუმცა არის პოზიტიური ამბებიც: მატულობს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - ისინი უკვე 40-მდე არიან“, - აღნიშნულია სტატიაში.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-04-07/100_200407bank.html

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ