დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორ შეიწირა "თეოდორ რუზველტმა" თომას მოდლი 08.04.2020 16:09

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"როგორ შეიწირა "თეოდორ რუზველტმა" თომას მოდლი


თანამდებობიდან გადადგა თომას მოდლი - აშშ-ის სამხედო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი. თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
ხომ გახსოვთ - ეს ის თომას მოდლია, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინათ თანამდებობიდან მოხსნა ავიამზიდ "თეოდორ რუზველტის" კაპიტანი ბრეტ კროზე - როგორ გაბედე და გემზე კორონავირუსის ინფექციის არსებობა განაცხადე? სამხედრო კაცი ხარ, საქვეყნოდ შველას რატომ ითხოვ, ვირუსის როგორ უნდა შეგეშინდესო".
წყარო: დოიჩე ველე"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ