დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„გიორგი ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, ადამიანური მისწრაფებები და როგორც თვითონ აცხადებს, აკადემიურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს - ის ჩვენი გუნდის წევრია, ბევრი რამ გაკეთდა მისი მერობისას ქუთაისში“ 08.04.2020 20:24

გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისკენ ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ქუთაისის მერის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი მერობის პერიოდში ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა.

 

„პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა შესანიშნავი განცხადება ამასთან დაკავშირებით. რასკვირველია, ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ თუკი რაიმე ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისკენ. ადამიანური ფაქტორი არსებობს, რაც არ უნდა ადმინისტრაციული განხილვა მოვაწყოთ ნებისმიერი ვითარების, ბატონ ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, თავის ადამიანური მისწრაფებები, მიზნები და კომფორტულად სადაც იგრძობს თავს, იქით გადაწყვიტა წასვლა და როგორც თვითონ აცხადებს, აკადემიურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის წევრია, ბევრი რამ გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასკვირველია, ინტენსივობა არ მოიკლებს ჩვენი საქმიანობისა ქუთაისში, თუ მნიშვნელოვნად არ გაიზრდება“, - განცხადა გია ვოლსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ