დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ აღარ დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ვიდრე არ შეიცვლება მისი ხელმძღვანელობა - მან აშშ-ს მისცა რეკომენდაცია, არ შეეჩერებინა ფრენები ჩინეთთან 08.04.2020 22:20

ირაკლი გოგავას ბლოგი:

 

Foxnews: "გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების საპასუხოდ ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა შეეძლოთ ოჯახებში შესვლა, ვირუსით ინფიცირებული ოჯახის წევრების გამოყვანა და იზოლირება"... "სავარაუდოდ ძალის გამოყენებით" - ამატებს Foxnews -ის წამყვანი ტაკერ კარლსონი. ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ აშშ აღარ დააფინანსებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ვიდრე არ შეიცვლება მისი ხელმძღვანელობა. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აშშ-ს მისცა რეკომენდაცია არ შეეჩერებინა ფრენები ჩინეთთან. საქართველოს კი ურჩიეს, რომ მხოლოდ მომატებული ტემპერატურის მქონე მგზავრები გადაეყავანათ კარანტინში, რაც ჩვენმა ექიმებმა არ გაიზიარეს და პოტენციური საფრთხის ქვეყნებიდან ჩამოსულების აბსოლუტური უმრავლესობა 14 დღიან კარანტინში გაგზავნეს.

 

საქართველო არის ჯანმო-ს წევრი და გვაქვს სრული უფლება დავაყენოთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი აშშ-სთან ერთად. მაიკლ რაიანი და "ის შავგრემანი კაცი" სრული არაკომპეტენტურობის გამო უნდა გადადგნენ, ჩააბარონ გაეროს ცისფერი პასპორტი და მათი ქმედებების გამოძიება დაიწყოს! ეს სწორედ ის მომენტია, როცა ქართული დიპლომატია ბუჩქებიდან უნდა გამოვიდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ