დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"საგანგებო მდგომარეობა არ არ გვაძლევს საშუალებას ამ დროს შევხდეთ იქ, სადაც 31 წლი წინ ვიდექით" 09.04.2020 11:38

ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"9 აპრილის დილის 4 საათი დგება. ის დრო, როდესაც 31 წლის წინ სსრკ-ს ჯარებმა რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მოიტინგეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყეს. საგანგებო მდგომარეობა არ  არ გვაძლევს საშუალებას ამ დროს შევხდეთ იქ,  სადაც იმ 31 წლი წინ ვიდექით. . ყოველი 9 აპრილის დილის 4 საათზე რუსთაველზე მივდივართ  ხოლმე ის ადამიანები, ვინც მაშინ იქ ვიყავით, ზოგჯერ შედარებით ბევრი, ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ კორონამ აქაც აგვირია გეგმები:(((( არადა  პარლამენტის წინ იმ პატარა მოედანზე წელიწადში ერთხელ ვხვდები ხალხსს, რომლებთანაც  ახალგაზრდობა, დამოუკიდებლობისათის ბრძოლის საოცარი პერიოდი მაკავშირებს მთელი თავის თავგადასავლებით, ჰეროიკით, უზარმაზარი იმედებითა და აღმაფრენით.  აქ მოდიან  ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს,მოდიან უკვე შევერცხლილები, მრავალი მათგანი შვილებთან და უკვე შვილიშვილებთან ერთად. ბევრი არაფერი ხდება, ვიხსენებთ იმ დღის პერიპეტიებს, ვყვებით ისტორიებს, ვსაუბრობთ იმაზე თუ რატომ არ წავიდა ქვეყნის საქმე ისე, როგორც მაშინ წარმოგვედგინა, შვილებს ვუხსნით რაღაცეებს, ცოტა მოვეფერებით ერთმანეთს  და მერე ვიშლებით. ნუ  რა თქმა უნდა თან ვწუწუნებთ იმაზე თუ რა სწრაფად გადის დრო, რომ ეს მოვლენები ჩვენთვის აგერ ახლა, სულ ცოტა ხნის წინ იყო და გუშინდელი დღესავით გვიდგას თვალწინ.  ყოველ წელს ვიღაცას მოვისაკლისებთ ხოლმე, ვიგებთ რომ ცოცხალი აღარ არის და მითუმეტეს ცხადი ხდება, რა დიდი დრო გავიდა ამ ამბების შემდეგ.  დღეს იძულებული ვარ აქედან შემოგეხმიანოთ ჩემო მეგობრებო და თანამებრძოლებო. იმედია ერთი წლის შემდეგ ეს ჟამიანობა გადავლილი ინება და ისევ შეგვხდებით, მოვიკითხავდთ, გადავეხვებით, მოვეფერბით ერთმანეთს და გავიხსნებთ იმ დღეებს. ახლა კი ყველა თქვენგანს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს გილოცავთ! თქვენს და თქვენნაირების გარეშე ეს დღე ალბათ არ იქნებოდა! და რათქმა უნდა ხსოვნა იყოს 9 აპრილს დაღუპულების!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ