ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენი ეკლესია ისე მოიქცა, როგორც დედა იქცევა.
როგორ, შენი შვილი მოდის და გეუბნება: დედა ავადა ვარ. შენ კი ეუბნები: არა, არა, არ მომეკარო შვილო, არ გადამდო... ასე იქცევა ნამდვილი დედა? ნამდვილი დედა ეხვევა თავის შვილს, ყველა რომ მიატოვებს. შვილთან ერთად წევს საწოლში...
იყო შემთხვევები ჩვენს ისტორიაში, - შავი ჭირი რომ ემართებოდათ, ან ქოლერა, დედა შვილთან ერთად გადიოდა და სხვა სახლში ცხოვრობდა, არ ტოვებდა შვილს... ეს არის დედა-შვილობა და ასე მოექცა საქართველოს ეკლესია თავის შვილებს. სხვანაირად ჩვენი ეკლესია ვერ მოიქცევა, იმიტომ, რომ ეკლესია დედაა ქართველი ერისა და ჩვენ შვილები ვართ ეკლესიისა..." - დეკანოზი დავით ქვლივიძე
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge