დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"დღესაც შიშველი ემოციებით, სისულელემდე მისული გულუბრყვილობითა და უპატიებელი პრიმიტივიზმით ფასდება უახლესი ისტორიის ეს შავი ფურცელი" 09.04.2020 12:07

ვალერი კვარაცხელია სოციალრ ქსელში წერს:

"რა გჭირთ, ვინ დაგწყევლათ?!
31 წელიწადი გავიდა 1989 წლის 9 - აპრილის ტრაგედიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ 31 წელიწადი ძალიან დიდი დროა მოვლენის არსის გასააზრებლად, დღესაც შიშველი ემოციებით, სისულელემდე მისული გულუბრყვილობითა და უპატიებელი პრიმიტივიზმით ფასდება უახლესი ისტორიის ეს შავი ფურცელი.
ანალიზი, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე გთავაზობთ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრისთვის გაუგებარი რჩება.
კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ გავიმეორებ უმთავრესს:

9 - აპრილის ტრაგედია მოაწყვეს არა იმ ძალებმა, ვისაც საბჭოთა კავშირის გადარჩენა და შენარჩუნება სურდათ, არამედ იმ ძალებმა, ვისაც საბჭოთა კავშირის დაშლა სურდათ. ასეთ ძალას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სათავეში მოკალათებული მოღალატეები და გამყიდველები, პირველ რიგში ეს ბატონები:
1. მიხეილ გორბაჩოვი.
2. ალექსანდრე იაკოვლევი.
3. ედუარდ შევარდნაზე.
9 - აპრილს გამოვლენილი გაუგონარი სისასტიკე მხოლოდ ერთი ბოროტი ჩანაფიქრით იყო განპირობებული: რუსი და ქართველი ხალხის დაპირისპირება და მათ შორის ისტორიული სიძულვილის გაღვივება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი წინაპირობა გახდებოდა.

- ვის ინტერესებში იყო საბჭოთა კავშირის დაშლა?
- რა თქმა უნდა, დასავლეთის ინტერესებში, აბა საბჭოთა კავშირის ინტერესებში ხომ არ იქნებოდა?!
საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთისა და მისი იმ აგენტურის ინტერესებში იყო, რომლებიც მათ ჰყავდათ როგორც საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობაში, ასევე ე.წ. დისიდენტების სახით მთელ საბჭოთა კავშირში.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა და ე.წ. საბჭოთა დისიდენტები, რომლებიც მოკავშირე რესპუბლიკებში (მათ შორის, რუსეთშიც) ეროვნული მოძრაობის სახელით მოქმედებდნენ, დასავლეთის ინტერესების გამტარებელი ერთი დიდი გუნდი იყო. ისინი, ზემოდან "გარდაქმნისა" და ქვემოდან "თავისუფლების" ძახილით, ერთ საქმეს ემსახურებოდნენ - ძირს უთხრიდნენ სოციალისტურ სისტემას და, საბჭოთა ხალხს, ჯერ კიდევ ხრუშჩოვიდან მოყოლებული, კაპიტალისტური ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდნენ.
საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი შეგხვდება ისეთი, ვისაც ეროვნული მოძრაობა და შევარდნაძე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჰგონია. ეროვნული მოძრაობის რომელ წარმომადგენელს გაუკეთებია საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ იმდენი, რამდენიც შევარდნაძემ გააკეთა? ჯერ კიდევ 1976 წელს მან "აბაშის ექსპერიმენტი" წამოიწყო, სადაც სოციალისტურ ეკომომიკასთან შედარებით კაპიტალისტური (საბაზრო) ეკონომიკის უპირატესობა პრაქტიკით "დაადასტურა" და ამ ცინიკურ ბლეფში სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავს გამოჰკრა ხელი.

შევარდნაძემ 1984 წელს (ჯერ კიდევ გორბაჩოვის მოსვლამდე და "გარდაქმნის" დაწყებამდე) თენგიზ აბულაძეს ფილმი "მონანიება" შეუკვეთა და, თავისი მაღალი თანამდებობის გამოყენებით, ყველა ხერხი იხმარა, რომ საბჭოთა კავშირისათვის საშინელი კინოგანაჩენი გამოეტანა.
აი, რას ნიშნავდა სოციალისტური მონაპოვარის წინააღმდეგ კაპიტალისტური სამყაროს უბინძურესი ბრძოლა მათი აგენტების მეშვეობით.
ნუთუ, ახლა მაინც არ გესმით თუ რა ძალასთან უწევდა გამკვლავება მუდამ და ყველგან მსოფლიოს მშრომელი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგომ სტალინს, და ვინ იყვნენ ის "უდანაშაულონი", რომლებსაც დასახვრეტად იმეტებდა - მაშინდელი გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე და ა.შ.

ხომ არ არის საკამათო ის ფაქტი, რომ თბილისში 1989 წლის 9 - აპრილს უდანაშაულო მომიტინგეების დახვრეტა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელის ბრძანებით მოხდა?
და თუ ეს საკამათო არ არის, მაშინ როგორ მოხდა, რომ უდანაშაულო ხალხის დახვრეტის ბრძანების გამცემ სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს დასავლეთმა ნობელის ასე პრესტიჟული პრემია უბოძა?
ეს შეკითხვა არ გიჩნდებათ?
ნობელის კომიტეტის 1990 წლის 15 ოტომბრის განცხადებაში ნათქვამია: სსრკ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიენიჭა
წამყვანი როლისათვის სამშვიდობო პროცესში, რომელშიც მის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი მსოფლიო საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის პერსპექტივას აჩენს, მიუხედავად იდეოლოგიური, რელიგიური, ისტორიული და კულტურული განსხვავებებისა.

ნობელის კომიტეტის პატივცემული წევრების მიერ დაწერილ ამ აბდა-უბდას რომ წაიკითხავ, ხომ უნდა მიხვდე, რომ ისინი პატივცემულები კი არა, დასავლური პოლიტიკის შულერები არიან, რომლებმაც ავაზაკ გორბაჩოვს ის თავიანთი, აწ უკვე არაერთგზის შერცხვენილი, პრემია სამშვიდობო პროცესში წამყვანი როლისთვის კი არა, თბილისში ჩადენილი ჯალათობისთვის მიანიჭეს.

რა გამოდის, ვისი ინტერესების გასატარებლად მოუწყვიათ 9 - აპრილის სისხლიანი ტრაგედია მის მომწყობებს?
ჰოდა, ახლა გეკითხებით:
- ვინ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც 31 წელიწადი ეს ვერ გაგიგიათ და ასე მარტივი ამოცანა ვერ ამოგიხსნიათ?
- ვინ ხართ ის უბედურები, ვინც ვერც სწვდებით ამ მოვლენის ნამდვილ არსს და, ვინც სწვდება, იმათი მოსმენაც რომ არ შეგიძლიათ?
- ვინ ხართ ის ბრმები და ყრუები, ყოველივე ამის შემდეგ, კვლავაც დასავლეთს რომ შესციცინებთ თვალებში და მშრომელი ადამიანის ქომაგისა და დასავლური ფაშიზმის დამჩოქებელი სტალინის ძეგლი ტალახში პირქვე გიგდიათ?
- ვინ ხართ, ან ვინ დაგწყევლათ ასე, რომ ამის შემდეგ კიდევ გიკვირთ, ქვეყანა თავზე რატომ ჩამოგემხოთ?
თუმცა, რა შეკითხვების კორიანტელი სჭირდება იმის დადგენას თუ ვინცა ბრძანდებით, - მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობიო, - ასე არ გიწოდათ დიდმა ილიამ?
- ყველა ყრუი, ყველა ცრუიო, - ეს დიაგნოზიც ილიამ არ დაგისვათ?!

მეც დავამატებდი რაღაცას, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მაქვს იმდენი უფლება, რამდენიც ერის უგვირგვინო მეფესა და მის თანამდევ უკვდავ სულს ჰქონდა მოპოვებული ქართველი ხალხის წინაშე.
ვალერი კვარაცხელია
9 აპრილი, 2020 წ."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ