აზერბაიჯანის ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ში («Region Plus») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ერევნის საგაზო კატასტროფა“, რომელშიც სომხეთის ბუნებრივი აზით უზრუნველყოფის პრობლემებია განხილული და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზეც არის საუბარი.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
გავიხსენოთ, რომ საბჭოთა პერიოდში სომხეთი ძირითადად აზერბაიჯანიდან მიღებულ ბუნებრივ გაზუთ იყო უზრუნველყოფილი. დიახ, ერევანი რუსულ გაზსაც იღებდა, მაგრამ სომხეთის მცხოვრებლები, სომხეთის ფაბრიკა-ქარხნები უმთავრესად აზერბაიჯანის გაზით სარგებლობდნენ. ეს გასაგებიცაა, რადგან სომხეთთან კასპიის გაზი ყველაზე ახლო იყო და იაფი ჯდებოდა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა შეიძლებოდა იგივე აზერბაიჯანული გაზი სომხეტს შეღავათიანი ფასით მიეღო და თურქეთისათვისაც მიეცა, ასე არ მოხდა - არ მოხდა იმიტომ, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, პრეტენზიები გამოაცხადა მთიან ყარაბაღზე და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. შედეგიც ნათელია: 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან საექსპორტი მილსადენებმა სომხეთზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე გაიარეს. სომხეთი მხოლოდ რუსული გაზის ანაბარა დარჩა - ერთადერთი მილსადენის იმედზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ერევანი იქადნებოდა, რომ გაზს თურქმენეთში შევისყიდიო, მაგრამ მთავარი მისი ყიდვა კი არაა, არამედ საკუთარ ტერიტორიამდე მიტანა. რუსული მისადენების სისტემა თურქმენული გაზის მისაღებად მზად არ არის, უფრო მეტიც - აშხაბადს თავისი პრობლემები აქვს მოსკოვთან. მოკლედ, თურქმენეტს სომხედოის ადარდი არ აქვს. თეორიულად მილსადენი ირანიდანაც შეიძლება იქნეს გაყვანილი - ირანს გაზის უმდიდრესი მარაგი აქვს და რა მოხდა, სომხეთსაც რომ გაუყოს? მაგრამ გაზსადენს ხომ აშენება უნდა! სომხეტს ამდენი ფული არ აქვს, დასავლეთი კი მშენებლობაში ინვესტიციებს არ ჩადებს, რადგან ირანს სანქციები აქვს გამოცხადებული... გარდა ამისა, ირანისთვის მილსადენის აგებას აზრი მაშინ ექნება, თუ მას თავისი გაზის ევროპაში გატანის უფლება ექნება, ჯერ-ჯერობით კი სანქციების მოხსნას პირი არ უჩანს.
ვთქვათ და სომხეთმა თავისი ხარჯებით მაინც შეძლო მილსადენის აგება. სად წაიღებს ირანულ გაზს? აზერბაიჯანთან ურთიერთობა არ აქვს, ომის მდგომარეობაშია. თურქეთთან საზღვარი დახურულია და როდის გაიხსნება, არავინ იცის. ანუ მილი მხოლოდ საქართველოს მიმართულებით შეიძლება წავიდეს... მაგრამ ქართული ბაზარი აზერბაიჯანული გაზით არის დაკავებული...
მართლაც მცდარია სომხური პოლიტიკა. გვერდზე გაზის მომწოდებელი სახელმწიფო გყავს, გაზი ძალიან გჭირდება, შენ კი ყველაფერს აკეთებს შენივე მდგომარეობის საზიანოდ. ხომ შეიძლებოდა საექსპორტო მილსადენებს სომხეთის ტერიტორიაზე გაევლო? შეიძლებოდა, მაგრამ აგრესიული პოლიტიკის წყალობით სომხეთმა „გაზის კატასტროფა“ განიცადა“, - აღნიშნულია სტატიაში
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/7075
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge